მთავარისიახლეებიპოლიტიკაპრეზიდენტის ფუნქციები გადავიდა პრემიერ-მინისტრთან- გიორგი მარგველაშვილი

პრეზიდენტის ფუნქციები გადავიდა პრემიერ-მინისტრთან- გიორგი მარგველაშვილი

Published on

ამ ვითარებაში ჩვენ რეალურად ვიღებთ არა იმას, რასაც გვეუბნებოდნენ, რომ ეს იქნება საპარლამენტო რესპუბლიკა, არამედ იმას, რომ პრეზიდენტის ფუნქციები გადავა პრემიერ-მინისტრთან, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ბათუმში კამპანია „კონსტიტუცია ყველასია“ ფარგლებში სტუდენტებთან შეხვედრისას პრეზიდენტის არჩევის წესის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.როგორც გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, კონსტიტუციის პროექტით პრეზიდენტისთვის ფორმალურად დატოვებულია ფუნქცია, მაგრამ რეალურად ყველა ფუნქციას სჭირდება პრემიერ-მინისტრის თანხმობა და ეს ფუნქციები პრემიერ-მინისტრის მიმართულებითაა გადასული. „ამ ვითარებაში ჩვენ რეალურად ვიღებთ არა იმას, რასაც გვეუბნებოდნენ, რომ ეს იქნება საპარლამენტო რესპუბლიკა, არამედ ჩვენ ვიღებთ იმას, რომ პრეზიდენტის ფუნქციები გადავიდა პრემიერ-მინისტრთან, თორემ თვისობრივად არ შეცვლილა ამ თვალსაზრისით არაფერი. ვინ განიხილა საერთოდ უკეთესი, უარესი მხარეები, შესაძლებლობები, რასაც ქმნის საპარლამენტო რესპუბლიკა, ან ნახევრად საპრეზიდენტო ან საპრეზიდენტო. ვის მიუღია მონაწილეობა ასეთ დებატებში? ვის მოუსმენია საერთოდ ამ სისტემების უკეთესობისა და უარესობის თემა – არავის. ეს გადაწყდა, მაგრამ სად გადაწყდა, გაუგებარია. არადა კონსტიტუციის მიმართულებით მთავარი გადაწყვეტილება სწორედ იმ სულისკვეთებიდან უნდა გამომდინარეობდეს, რომ კონსტიტუცია ყველასია. შესაბამისად, ჩემთვის ამ საკითხში უზენაესი და დემოკრატიის ხარისხი არის ქართველი ხალხის ნება“, – განაცხადა მარგველაშვილმა. 

სიახლეები

“სისტემური რეპრესიების წელი” – სალომე ზურაბიშვილმა 2025 წელი შეაჯამა

სისტემური რეპრესიების წელი, - ასე შეაფასა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა გასული წელი. სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო...

4-მილიონიან ქვეყანაში 64 უნივერსიტეტის არსებობა განათლების ხარისხს აუარესებს- კობახიძე

„ქართული ოცნების“ პრემიერმა უმაღლესი განათლების სისტემას არასათანადოდ აფასებს და აცხადებს, რომ 4-მილიონიან ქვეყანაში 64...

წალენჯიხის იუვენტუსის მწვრთნელს მანქანამ დაარტყა, არხში გადააგდო და მიიმალა

წალენჯიხა იუვენტუსის მწვრთნელს სტადიონის მიმდებარედ მანქანამ დაარტყა, არხში გადააგდო და დაახლოებით ნახევარი საათი უგონოდ...

მზად ვარ ყველა უსამართლო ბრალი ავიღო ჩემს თავზე, ეს პატიოსანი ხალხი გაუშვით – მურთაზ ზოდელავა

მე მზად ვარ ყველა უსამართლო ბრალი ავიღო ჩემს თავზე - ამ სიტყვებით მიმართა ყოფილმა...