მთავარისიახლეებისამართალიმაია რჩეულიშვილთან და რუსუდან კერვალიშვილთან საპროცესო შეთანხმება არ გაფორმდება - პროკურატურა

მაია რჩეულიშვილთან და რუსუდან კერვალიშვილთან საპროცესო შეთანხმება არ გაფორმდება – პროკურატურა

Published on

პროკურატურა ”ცენტრ პოინტის” დამფუძნებლებთან მაია რჩეულიშვილთან და რუსუდან კერვალიშვილთან საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ამ ეტაპზე არ აპირებს, – ამის შესახებ ”ცენტრ პოინტის” საქმის პროკურორმა დავით გუმბერიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც გუმბერიძემ განმარტა, პროკურატურა არ არის თანახმა საპროცესო შეთანხმება იმ პირობებით გაფორმდეს რა პირობებსაც სახელმწიფო ბრალდებას დაცვის მხარე სთავაზობს. მისივე თქმით, თუ დაიწყება დაზარალებულების დაკმაყოფილება და მშენებლობები განახლდება, ამ შემთხვევაში ბრალდებულებთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდება. ”ჩვენი პირობები კარგადაა ცნობილი დაცვის მხარისთვის, ეს არის დაზარალებულთა დაკმაყოფილება და მათი მხრიდან მშენებლობების დასრულება. დღეის მდგომარეობით წინგადადგმული ნაბიჯები არ არის, შემოგვთავაზეს რეალური ინვესტორი, რომელიც დაასრულებს იმ ვალდებულებს, რომელიც გააჩნდა „ცენტრ პოინტ“ ჯგუფს, ბრალდების მხარე ამ მოცემულობით არ გააფორმებს ბრალდებულებთან საპროცესო შეთანხმებას”, – განაცხადა დავით გუმბერიძემ. 

სიახლეები

სტუდენტები ეთნიკური უმცირესობის სტუდენტების განათლების უფლების უზრუნველყოფას და ილიაუნის ავტონომიურობას ითხოვენ

სოლიდრობა ილიას უნივერსიტეტს - სასწავლო დაწესებულებასთან ცოტა ხნის წინ, საგანგებო განცხადება ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელმა...

ამოღებულია უკანონო იარაღი და საბრძოლო მასალა – დაკავებულია 51 პირი-შსს

სპეოცოპერაცია ქვეყნის მასშტაბით - შინაგან საქმეთა სამინისტრომ 51 პირი დააკავა. როგორც უწყებაში გამართულ ბრიფინგზე შინაგან...

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოში ვიზიტს აჯამებს

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციამ საქართველოში რამდენიმედღიანი ვიზიტის დასრულების შემდეგ შემაჯამებელი განცხადება გაავრცელა. მათი თქმით,...

თელავში 8 თვის ორსული ქალი გარდაიცვალა

თელავში 8 თვის ორსული ქალი გარდაიცვალა - ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა, "მთავარი ამბები კახეთიდან" ავცელებს....