მთავარისიახლეებიკონფლიქტებიყანწების ტრიალი აფხაზეთში. ვისთვის მთავრდება კინო ,,მარტო სახლში'' ?

ყანწების ტრიალი აფხაზეთში. ვისთვის მთავრდება კინო ,,მარტო სახლში” ?

Published on

 

ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა მედიისათვის სოხუმში ვიზიტად მყოფ რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრთან სერგეი ლავროვთან შეხვედრის შედეგებზე საუბრობს.
 
სრულდება კინო –  ,,მარტო სახლში''  ,,ჩვენ განვიხილეთ აფხაზეთისთვის ისეთი  სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა  ჩვენი  საზღვრების დაცულობა , საინვესტიციო პოლიტიკა და პროგრამა, მოქალაქეობის მინიჭების თანამდევი პრობლემები და სხვ. –  განაცხადა მან.
 
სერგეი ლავროვმა თავის მხრივ მადლობა გადაუხადა აფხაზურ მხარეს გულთბილი მასპინძლობისთვის. შეხედრაზე კიდევ ერთხელდადასტურდა ორივე მხარის განწყობა და მზაობა მოკავშირეობისათ და პარტნიორობისათვის ყველა სფეროში, დაისახა ნაბიჯები ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებისათვის – განაცხადა მან.  ამავე დროს ლავროვმა ხაზგასმით აღნიშნა რესპუბლიკის საგარეოპოლიტიკური საქმიანობის მნიშვნელობა და გამოთქვა რწმენა, რომ ჟენევის დისკუსიების ფარგლებში ადრე თუ გვიან დაიდება ხელშეკრულება ძალის გამოუყენებლობის შესახებ. 
ლავროვს დაუსვეს კითხვა, განახლდება თუ არა ტრანზიტი რუსეთსა და სომხეთს შორის აფხაზეთის გავლით, პასუხად ლავროვმა აღნიშნა, რომ ამ საკითხისადნმი დამოკიდებულებაში რუსეთს არანაირი პრობლემა არა აქვს,  ,,ჩვენ არაფერი გვაქვს ტრანზიტის აღდგენის საწინააღმდეგო.'' – განაცხადა მან.

რაც შეეხება ხაჯომბას პოზიციას ამ საკითხში, მან განაცხადა, რომ მარშრუტის გახსნა აფხაზეთის ინტერესებში შედის, რადგანაც ეს დადებითად აისახება ქვეყნის ეკონომიკაზე. ,,ამას უსათუოდ დასჭირდება დამატებითი სახსრები და ძალისხმევა, მაგრამ მჯერა, ადრე თუ გვიან ეს საკითხი დადებითად გადაწყდება''.- განაცხადა ხაჯიმბამ. 
გუშინ ლავროვმა მონაწილობა მიიღო  სოხუმში რუსეთის  საელჩოს გახსნაში, სადაც უცერემონიოდ განაცხადა  – "სოხუმი ჩვენი მეორე სახლია" 
ის, თუ რა კომფორტულად გრძნობს იგი თავს საკუთარ ,,სახლში'', ამ სურათზეც ჩანს, თუმცა სოციალურ ქსელში განთავსებულ აფხაზების პოსტებში ჟონავს  განწყობა, რომ , ვიღაც ქართველების კვალდაკვალ უუფლებო მდგმური ხდება – საკუთარ სახლში სადაც  
 





 

სიახლეები

რუსი ოფიცრის აფეთქებას აღიარებს, მაგრამ არ ნანობს – ვინ არის მარგარიტა რეუტი?

სევასტოპოლში რუსი ოფიცრის აფეთქების საქმეზე დაკავებული მარგარიტა რეუტი, ჩადენილს აღიარებს, მაგრამ არ ნანობს. სევასტოპოლში აფეთქების...

როდემდე გაგრძელდება უამინდობა საქართველოში?

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, აღმოსავლეთ საქართველოს...

როგორ აშიშვლებს საწვავის კრიზისი „ნაცრისფერ სქემებსა“ და დიპლომატიურ პარადოქსებს

აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საწვავის ბაზარი კოლაფსის ზღვარზე ბალანსირებს და კრიზისიდან გამოსავლის ძიებაში რეგიონები...

ბაღიდან გათავისუფლებული ხათუნა გოგუა ზუგდიდის მერს ღია წერილით მიმართავს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირის („წითელქუდას“) საბავშვო ბაღის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ხათუნა გოგუა 2026 წლის...