მთავარისიახლეებისაზოგადოებახაჯიმბასთან ლავროვი ჩადის, გალში ქართველებს ღვთისმშობელი გვეცხადება - ამბობენ ოკუპირებულ...

ხაჯიმბასთან ლავროვი ჩადის, გალში ქართველებს ღვთისმშობელი გვეცხადება – ამბობენ ოკუპირებულ გალში

Published on

ღვთისმშობლის გამოსახულება, რომელიც 17 აპრილს გალში, სოფელ პირველ გალში მცხოვრები ქეცბაიების სახლის სარკმლის მინაზე აღიბეჭდა,  გუშინ დღის სამი საათისთვის გაუჩინარდა. 
 
გამოსახულება ჯერ გაბუნდოვანდა და გარკვეული დროის შემდეგ გაქრა კონტურებიც, რომელიც მისგან დარჩა – ამბობს ბაკურ ქეცბაია.
 
მისი თქმით, როგორც კი ეს ამბავი გავრცელდა, მათი სახლისაკენ უამრავი ადამიანი დაიძრა, რომ საკუთარი თვალით ენახა ეს სასაწაულებრივი  სურათი, სოფლის მისადგომები ავტომანქანებით გადაიჭედა, მოდიოდნენ ქართველებიც და აფხაზებიც, მათ შორის ილორის ეკლესიის აფხაზი მღვდელმსახურებიც. 
 
 ქეცბაიების მეზობლები ამბობენ, რომ მღვდელმსახურებმა გამოთქვეს სურვილი ფანჯარა, რომლის მინაზეც ღვთისმშობელი გამოისახა, ჩარჩოიანად გამოეღოთ სახლის კედლიდან და ილორში დაესვენებინათ, როგორც  ხელთუქმნელი ხატი, თუკი გამოსახულება მინაზე კიდევ რამდენიმე დღის მანძილზე შენარჩუნდებოდა. 
 
მაგრამ, როგორც აღვნიშნეთ, გამოსახულება  გუშინ სამი საათისთვის გაუჩინარდა, თუმცა მნახველთა ნაკადი ამის შემდეგაც არ შეწყვეტილა. 
 
,,სოფელში და საერთოდ ყველას, ვინც ეს ამბავი გაიგო,  ღვთისმშობლის გამოცხადება კარგად ენიშნა.
იქნებ, ამით  ღვთისმშობელმა ასე შეახსენა მათ, ვინც აფხაზეთის მიტაცებას ცდილობს, რომ ეს მიწა მისი მფარველობის ქვეშ არის. ასეა თუ ისე, ხაჯიმბასთან  ლავროვი ჩადის, გალში ღვთისმშობელი გვეცხადება'' – მწარე ღიმილით ამბობს ,,ოდიში ნიუსის’’ რესპონდენტი გალიდან. 
 

სიახლეები

კობახიძე ადასტურებს, რომ მოქალაქეების დასაშლელად წყლის ჭავლში გარკვეული ნივთიერება გამოყენებული იყო

ირაკლი კობახიძე ადასტურებს, რომ გასულ წელს ნოემბერ-დეკემბრის საპროტესტო აქციებზე მოქალაქეების დასაშლელად გამოყენებულ წყლის ჭავლში...

სარეაბილიტაციო ცენტრ „ემპათიის“ ხელმძღვანელი, ექიმი მარიამ ჯიშკარიანი გარდაიცვალა

სარეაბილიტაციო ცენტრ „ემპათიის“ ხელმძღვანელი, მარიამ ჯიშკარიანი 60 წლის ასაკში გარდაიცვალა - ინფორმაციას ექიმის ახლობლები...

ქუთაისის აეროპორტში საწვავის ქურდობის გამო ტექნიკოსები დააკავეს – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სადგომში ან საცავში შეღწევით ჩადენილი ქურდობის...

BBC-ს საგამოძიებო ფილმთან დაკავშირებით სუსმა გამოკითხვაზე ეკა გიგაური დაიბარა

BBC-ს საგამოძიებო ფილმთან დაკავშირებით სუსმა გამოკითხვაზე "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ დირექტორი ეკა გიგაური დაიბარა....