მთავარისიახლეებისაზოგადოებაბოლო 400 წლის განმავლობაში ასეთი ზომის ასტეროიდი დედამიწას პირველად უახლოვდება

ბოლო 400 წლის განმავლობაში ასეთი ზომის ასტეროიდი დედამიწას პირველად უახლოვდება

Published on

„NASA"-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გიგანტური კოსმოსური სხეული დედამიწასთან მაქსიმალურად ახლოს დღეს ღამე იქნება. ის დედამიწას დაახლოებით 1.1 მილიონი მილით, 1.8 მილიონი კილომეტრით მოუახლოვდება. ეს მანძილი 4-ჯერ მეტია დედამიწასა და მთვარეს შორის დისტანციაზე.ასტეროიდი „2014 ჯეი ოუ-25" 33 მ/წმ-ში სიჩქარით მოძრაობს. მისი დიამეტრი ერთ-ნახევარ კილომეტრს შეადგენს. ამ მოვლენაზე დაკვირვება სამოყვარულო ტელესკოპის საშუალებით იქნება შესაძლებელი. ამერიკული კოსმოსური სააგენტოს ცნობით, არ არსებობს შანსი,რომ ასტეროიდი დედამიწას დაეჯახოს.„NASA"-ს ინფორმაციით, ეს უპრეცედენტო შემთხვევაა.ასეთი ზომის ასტეროიდი დედამიწას ამ მანძილზე ბოლო 400 წლის განმავლობაში პირველად უახლოვდება და მომდევნო 500 წელშიც არ არის ნავარაუდევი.მიუხედავად იმისა, რომ ციური სხეულის ტრაექტორია კარგად არის შესწავლილი, ასტეროიდის ფიზიკური თვისებების შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია არ არსებობს.კოსმოსური სააგენტოს ინფორმაციით, პატარა ასტეროიდები ამ მანძილს კვირაში რამდენჯერმე გადიან, თუმცა ამ ზომის ასტეროიდისთვის ეს პირველი შემთხვევაა. 2004 წელს ასტეროიდმა „toutatis"-მა დედამიწას დაახლოებით 5 კილომეტრის მანძილზე ჩაუარა, თუმცა ის ზომით გაცილებით პატარა იყო.ასტეროიდის შემდეგი მოახლოვება 2027 წელს არის ნავარაუდევი, როდესაც „1999 AN 10" დედამიწას 380 ათასი კილომეტრის დისტანციაზე ჩაუვლის.

სიახლეები

ნანა სანდერი ციხეს რამდენიმე დღეში დატოვებს

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულ ნანა სანდერს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. სასჯელის სახით მას 1 წლითა...

გეკა გელაძე შსს მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლდა

გეკა გელაძე შს მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლდა. "საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ"...

პრაქტიკულად რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებას ვუახლოვდებით-ფიფია

პუტინისტი ბიზნესმენი და ღიად პრორუსული პარტიის "სოლიდარობა მშვიდობისთვის" ლიდერი მამუკა ფიფია რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში...

TI- მიუსაფარი ცხოველების მიმართ ხელისუფლების პოლიტიკა არაეფექტიანია

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს განცხადებით, მიუსაფარი ცხოველების მიმართ ხელისუფლების პოლიტიკა არაეფექტიანია. "ნოდარ მელაძის შაბათის 31 ოქტომბრის სიუჟეტში...