მთავარისიახლეებიეკონომიკასპარსეთის ყურესა და შავ ზღვას შორის კორიდორის აშენება განიხილება

სპარსეთის ყურესა და შავ ზღვას შორის კორიდორის აშენება განიხილება

Published on

,,არის ძალიან დიდი შესაძლებობი  აშენდეს კორიდორი  სპარსეთის ყურესა და შავ ზღვას შორის –  ეს კიდევ უფრო დაახლოებს   ერთმანეთთან სამყაროს და გადაზიდვის საფასური ბევრად უფრო ნაკლები გახდება . ამის განხორციელებისთვის აუცილებელია საქართველოს, ირანის, აზერბაიჯანის, სომხეთის ერთობლივი თანამშრომლობა ” – განაცხადა თბილისში ვიზიტად  მყოფმა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა  მოჰამედ ჯავად ზარიფიმ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძესთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე . 
 
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ქართველ კოლეგასთან გამართული შეხვედრის დეტალებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი ვიზიტი საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანია. 
 
”ჩვენ გვაქვს ძალიან მყარი კავშირები, რომელიც რამდენიმე საუკუნის წინ იღებს სათავეს. ჩვენ გვყავს ირანული თემები საქართველოში და ქართული თემები ირანში. ძალიან იზრდება საქართველოში ჩამოსულ სტუდენტთა რიცხვი – რაოდენობა თითქმის ხუთჯერ გაიზარდა და ეს ყველაფერი ადამიანთა შორის კონტაქტების გაუმჯობესებას უწყობს ხელს. იმედი გვაქვს, ეს ყველაფერი კიდევ უფრო დაგვაახლოვებს, იმედია კიდევ უფრო დავახლოვდებით, ვიდრე ეს ადრე იყო, რამდენიმე წლის წინ. შეხვედრაზე ჩვენ განვიხილეთ თანამშრომლობა, რომელიც საქართველოს და ირანს შორისაა ან შეიძლება დაიწყოს ტრანზიტის სფეროში, მრეწველობაში, წარმოებაში, მეცნიერებაში, ტექნოლოგიებში და საერთაშორისო ორგანიზაციებში, რეგიონულ საკითხებში გარკვეულ საკითხებში თანამშრომლობაში. 
 

ზარიფიმ ხაზი გაუსვა ირანისა და საქართველოს შორის თანამშრომლობას ტექნოლოგიების წარმოების მიმართულებითაც. მინისტრის თქმით, დღეს სხვადასხვა შეხვედრაზე საუბარი შეეხება იმას, რომ ირანულ და ქართულ ბანკებს შორის ტრანზაქციების განხორციელება გამარტივდეს. მისი თქმით, ეს გააუმჯობესებს ბიზნესებს შორის თანამშრომლობას. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ საქართველოში იმყოფებიან ირანელი ბიზნესმენები, რომლებიც დღეს შეხვედრას გამართავენ ქართული ბიზნესის წარმომადგენლებთან, ასევე ეკონომიკის სფეროს წარმომადგენლებთან, რაც მისი თქმით, ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ბიზნესში ურთიერთობის გამყარებას – განაცხადა მან.
 
 

სიახლეები

ლილუაშვილის თანაგუნდელს 1.5 წლით პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე ვლადიმერ ხუნდაძე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში...

ვატო შაქარაშვილი აღიარებს, რომ სასამართლოს ჩვენება “ვარაუდების საფუძველზე” მისცა

ე.წ. ჩორჩანას საქმე - გიორგი გახარიას წინააღმდეგ მოწმედ გამოძახებულმა ვატო შაქარაშვილი აღიარა, რომ სასამართლოს...

დააკავეს “ნაცისტურ-ფაშისტური” იდეოლოგიის მქონე დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფურად განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის, ასევე,...

საქართველომ რუსეთს ნარკოდანაშაულში ბრალდებული ორი პირი გადასცა

საქართველომ რუსეთს დმიტრი პუშკარევი და კორნეი ფედუნოვი გადასცა, რომლებსაც რუსეთში დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნასა და...