მთავარისიახლეებისაზოგადოებასინოპტიკოსები ხვალიდან დასავლეთ საქართველოში წვიმასა და ელჭექს პროგნოზირებენ

სინოპტიკოსები ხვალიდან დასავლეთ საქართველოში წვიმასა და ელჭექს პროგნოზირებენ

Published on

გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურის უფროსის  სვეტლანა ნიორაძის განცხადებით,   ხვალ, დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით. ნალექის ინტენსივობა დღის მეორე ნახევარში შესუსტდება. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი, რომლის სიჩქარე წამში 10-15 მეტრი, პერიოდულად კი 20-25 მეტრი იქნება. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დაბლობში დღისით 13-18 გრადუსია მოსალოდნელი.
 
აღმოსავლეთ საქართველოში, ასევე იქროლებს ქარი. ბარში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დღისით 16-21 გრადუსი იქნება.
თბილისში ამაღამ და დილის საათებში იქნება ხანმოკლე წვიმა, ელჭექით. დღის მეორე ნახევარში გამოიდარებს. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დღისით 18 გრადუსია მოსალოდნელი. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი, რომლის სიჩქარე წამში 10-15 მეტრი, პერიოდულად კი 20-25 მეტრი იქნება. 
 
20 აპრილს  საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გამოიდარებს და უნალექო ამინდი იქნება. დასავლეთ საქართველოს დაბლობში, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დღისით 27 გრადუსი იქნება. აღმოსავლეთ საქართველოს ბარში – 24 გრადუსამდე, თბილისში – 24 გრადუსი. 
 
21 აპრილს, დღის ბოლოს საქართველოს ზოგიერთ რაიონში იწვიმებს. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი, რომლის სიჩქარე წამში 10-15 მეტრი, პერიოდულად კი 20-25 მეტრი იქნება.
 
22 აპრილიდან 27 აპრილამდე კი, საქართველოში დროგამოშვებით არამდგრადი, წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. 

სიახლეები

უიტკოფი პუტინთან შესახვედრად მოსკოვში ჩავიდა

აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი მოსკოვში, „ვნუკოვო-2“ აეროპორტში დაეშვა.სტივენ უიტკოფს ვნუკოვოს აეროპორტში დახვდა...

აქტივისტი თათა ხუნდაძე სუსში გამოკითხვაზე დაიბარეს

სამოქალაქო აქტივისტი თათა ხუნდაძე სუსში გამოკითხვაზე დაიბარეს. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს. საქმე ეხება...

გაეცეს პასუხი კითხვას- რა ქიმიურ ნივთიერებებს იყენებდა პოლიცია პროტესტის წინააღმდეგ – NGO-ები

არასამთავრობო ორგანიზაციები BBC-ის ჟურნალისტურ გამოძიებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ და მოითხოვენ საჯაროდ გაეცეს პასუხი კითხვას,...

პირველიდან მე-6 კლასის ჩათვლით სასკოლო ფორმების ტარება სავალდებულო გახდება

"ქართული ოცნების" განათლების მინისტრის, გივი მიქანაძს განცხადებით, მომავალი წლიდან ყველა საჯარო სკოლაში, პირველიდან მე-6...