მთავარისიახლეებისაზოგადოებანახევარი მილიონი ლარი ბიუჯეტიდან მანანა კობახიძის კომფორტისათვის

ნახევარი მილიონი ლარი ბიუჯეტიდან მანანა კობახიძის კომფორტისათვის

Published on

ცოტა ხნის წინ, ”ნაციონალურმა მოძრაობამ” გაასაჯაროვა ინფორმაცია, რომლის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლომ შვიდი ავტომობილის შესაძენად ნახევარი მილიონი ლარი დაიხარჯა. პარტიის შეფასებით, ”ეს იმისათვის ხდება, რომ მანანა კობახიძე კომფორტში იყოს”
 
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ზაზა თავაძე ავტოპარკის გასაახლებლად ბიუჯეტიდან ნახევარ მილიონ ლარზე მეტის დახარჯვის მიზეზებს განმარტავს. 
 
”2016 წლის ნოემბერში საკონსტიტუციო სასამართლოს ბიუჯეტში დარჩა ნაშთი, რომლის ათვისებაც წლის განმავლობაში ვერ მოხერხდა და გადავწყვიტე, ძველი მანქანების პარკი გამეახლებინა. ლაპარაკია 2007-2008 წლებში გამოშვებულ ავტომობილებზე, რომლებიც შეკეთებას საჭიროებდა. ადრე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს ორი ავტომობილი ჰყავდა: "ტოიოტა ლენდკრუიზერ 200" და S-კლასის "მერსედესი", მე კი გადავწყვიტე, ორი ძვირად ღირებული ავტომობილის ნაცვლად, ერთი შეგვეძინა. მოსამართლეებს კი მაღალი სტატუსი აძლევთ საშუალებას, ისარგებლონ ისეთი ავტომობილით, რომლის შეძენის შესაძლებლობასაც ბიუჯეტი გვაძლევს”, – განაცხადა ზაზა თავაძემ.
 

სიახლეები

პაკისტანმა ინდოეთის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ გამოაცხადა

პაკისტანმა ინდოეთის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ გამოაცხადა და მას რამდენიმე საათით ადრე...

მერცი, მაკრონი, სტარმერი და ტუსკი კიევში ჩავიდნენ

გერმანიის ახალი კანცლერი ფრიდრიხ მერცი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი...

თემურ ქათამაძეს სასამართლო პროცესის დასრულებამდე საქართველოდან არ გააძევებენ

თემურ ქათამაძეს საქართველოდან არ გააძევებენ სასამართლო პროცესის დასრულებამდე - საქმის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას "სოციალური...

ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა

„ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა! ევროპის კინოაკადემიამ ახალი წევრების სია გამოაქვეყნა, რომელთა შორისაა ანდრო...