ისრაელის შინაგან საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით, საქართველოს უსაფრთხო ქვეყნად აღიარების გამო, დღეიდან ახალი რეგულაცია ამოქმედდა.
თავშესაფრის მაძიებელი საქართველოს მოქალაქის განცხადებას დაჩქარებული წესით განიხილავენ. უარის მიღებისთანავე, მას ქვეყნიდან გააძევებენ – ძველი რეგულაციით, ის ისრაელში 3 წლის განმავლობაში რჩებოდა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2016 წელს ისრაელისგან თავშესაფარი 3 000-ზე მეტმა საქართველოს მოქალაქემ მოითხოვა.
საქართველოში ისრაელის ელჩის განმარტებით, გამკაცრებული რეგულაციების ამოქმედება მას შემდეგ გადაწყდა, რაც ისრაელმა საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა.