თურქეთში გამართული რეფერენდუმში 51%-მა მხარი დაუჭირა საკონსტიტუციო ცვლილებას

0
402
თურქეთში გამართული რეფერენდუმის შედეგები უკვე ცნობილია. ადგილობრივი მედიის ცნობით, 95% ბიულეტენების უკვე დათვლილია და პირველადი შედეგების თანახმად, საპრეზიდენტო მმართველობას მხარი 51,7%-მა დაუჭირა, ხოლო წინააღმდეგი 48,3%-ია.თურქეთი დღეს ქვეყნის მმართველობის მოდელს ირჩევს – საპრეზიდენტოს ან საპარლამენტოს.რეფერენდუმში მონაწილეობა 55 მილიონზე მეტმა ადამიანმა მიიღო.საპრეზიდენტო მოდელს მხარდაჭერის შედეგად, რეჯეფ ტაიპ ერდოღანს საშუალება მიეცემა, ქვეყანას 2029 წლამდე უხელმძღვანელოს.კონსტიტუციის ცვლლებების თანახმად ფართოვდება პრეზიდენტის უფლებამოსლება, კერძოდ:
1. პრეზიდენტს უფლება ეძლევა პირდაპირ დანიშნოს უმაღლესი სახელმწიფო თანამდებობის პირები, მათ შორის მინისტრები.
2. მას უფლება ეძლევა დანიშნოს ერთი ან რამდენიმე ვიცე-პრეზიდენტი.
3. უქმდება პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
4. პრეზიდენტს უფლება ექნება ჩაერიოს სასამართლო სისტემის საქმიანობაში.
5. პრეზიდენტი გადაწყვეტს, გამოაცხადოს თუ არა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა.
წინა სტატიათბილისი-მოსკოვის რეისი ასაფრენი ბილიკიდან გადავიდა ინციდენტი ვნუკოვოს აეროპორტში – თბილისი-მოსკოვის რეისი ასაფრენი ბილიკიდან გადავიდა
შემდეგი სტატიაქედაში ავტოავარიას ბავშვი ემსხვერპლა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური