მთავარისიახლეებისაზოგადოება,,ქრისტე აღსდგა!'' თუ ,,ქრისტე აღდგა!''

,,ქრისტე აღსდგა!” თუ ,,ქრისტე აღდგა!”

Published on

ბო­ლო წლებ­ში, ყო­ვე­ლი აღ­დგო­მის დღე­სას­წა­უ­ლის დღე­ებ­ში, შე­ი­ნიშ­ნე­ბა ერ­თგვა­რი გა­მძაფ­რე­ბუ­ლი ინ­ტე­რე­სი-გამო­ძი­ე­ბა სწო­რი ფორ­მი­სა: „ქრის­ტე აღ­დგა!“ თუ „ქრის­ტე აღ­სდგა!“..?
დღე­სას­წა­უ­ლის მო­ნა­წი­ლე­თა­თვის სრუ­ლი­ად ბუ­ნებ­რი­ვია და მი­სა­ღე­ბი: „ქრის­ტე აღ­სდგა!“ ასე ის­მის ამ­ბი­ო­ნი­დან; ასეა ლი­ტურ­გი­კულ კრებულებ­ში, რო­მლებიც იკი­თხე­ბო­და და იკითხე­ბა აღ­დგო­მის დღე­სას­წა­ულ­ზე და დღე­სას­წა­უ­ლის დღე­ებ­ში, – ბრწყინ­ვა­ლე შვი­დე­უ­ლი­დან ამაღ­ლე­ბა­მდე, დღესასწაუ­ლის წარ­გზავ­ნა­მდე; ასეა XIX-XX სა­უ­კუ­ნეების კლა­სი­კოს­თა ნა­წე­რებ­ში (ილია, აკა­კი, ვა­ჟა…); ასე იწე­რე­ბო­და წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში XX სა­უ­კუ­ნის პრე­სა­შიც, ასე ულო­ცავ­დნენ და ულო­ცა­ვენ დღე­საც მარ­თლმა­დი­დებ­ლე­ბი უდი­დეს ქრის­ტი­ა­ნულ სა­უფ­ლო დღე­სას­წა­ულს ერ­თმა­ნეთს.
დღეს ენათ­მეც­ნი­ერ­თა ერ­თი ნა­წი­ლის კა­ტე­გო­რი­უ­ლი მო­თხოვ­ნით (გრა­მა­ტი­კუ­ლი თვალ­საზ­რი­სით მარ­თე­ბუ­ლა­დაც), „ქრისტე აღ­სდგა!“ შე­ცდო­მაა და უნ­და იწე­რე­ბო­დეს: „ქრის­ტე აღ­დგა!“
,,ოდიში ნიუსი'' გთვაზობთ ადაპტირებულ ფრაგმენტებს მკვლევარ ნინო ხახიაშვილის ნაშრომიდან, რომელიც BU ცოდნის პორტალზეა გამოქვეყნებული.
 
ჯერ კი­დევ გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის ოცი­ან წლებ­ში აკა­კი შა­ნი­ძე წერ­და: „ცო­ცხალ ენას, ისეთ­საც კი, რომე­ლიც ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ტრა­დი­ცი­ის ვიწ­რო კა­ლა­პოტ­შია მო­მწყვდე­უ­ლი, არ შე­უძ­ლია ერთ დო­ნე­ზე და­დგეს და დიდხანს ემორ­ჩი­ლე­ბო­დეს ერ­თხელ შექ­მნილ-შე­მუ­შა­ვე­ბულ ნორ­მებს, არა­მედ იგი მუ­დამ ძვე­ლი ფორ­მე­ბის და­რღვე­ვი­სა და ახ­ლის შექ­მნის პრო­ცეს­შია.
 ჩვე­ნი პრე­ფიქ­სე­ბის ხმა­რე­ბის წე­სე­ბის მხრივ, ძვე­ლად­გან­ვე თანდა­ყო­ლი­ლი ჰქონ­და ისე­თი თვი­სე­ბა, რომ ად­ვი­ლად შე­იძ­ლე­ბო­და მი­სი ნორ­მე­ბის შე­რყე­ვა და შემ­დეგ და­რღვე­ვაც. სხვა რომ არა იყოს რა, მარ­ტო ის გარე­მო­ე­ბა, რომ სხვა­დას­ხვა მო­რფო­ლო­გი­ურ ელე­მენ­ტებს  ერ­თი და იგი­ვე ფო­ნე­ტი­კუ­რი სა­ხე აქვს, სა­კმა­რი­სი უნდა ყო­ფი­ლი­ყო, რომ ისი­ნი ერ­თურთ­ში აჰ­რე­ო­და კაცს. ეს მით უფ­რო ად­ვი­ლი უნ­და ყო­ფი­ლი­ყო, რომ ამ პრე­ფიქ­სე­ბის ხმარე­ბის წე­სე­ბი, გან­სა­კუთ­რე­ბით კი ნორ­მე­ბი მე­სა­მე ობი­ექ­ტუ­რი პი­რის უღ­ლე­ბი­სა, ზოგ­ჯერ ძნე­ლად გა­სა­გე­ბია, ყო­ველ შემთხვე­ვა­ში რთუ­ლია ძა­ლი­ან. ამი­ტომ ენას უნ­და მო­ე­ნა­ხა რა­ი­მე გამო­სა­ვა­ლი, რომ სირ­თუ­ლე გა­ე­მარ­ტი­ვე­ბი­ნა და ამით შეემ­სუ­ბუ­ქე­ბი­ნა ის მძი­მე სა­ქმე, რო­მე­ლიც მო­ი­თხოვ­და (და მე­რმე ყო­ველ წუთს!) მე­ტის­მეტ სი­ფხიზ­ლეს გრა­მა­ტი­კუ­ლი აზროვ­ნე­ბის სფე­რო­ში. გამო­სა­ვა­ლი აღმო­ჩნდა, მაგ­რამ ორ­გვა­რი: ერთ­მა იქა­მდე მო­გვიყ­ვა­ნა, რომ სუ­ბი­ექტ-ობი­ექ­ტუ­რი პრეფიქსი ჰ//ს ისეთ ფორ­მებ­ში გა­ჩნდა, სა­დაც მას არა­ვი­თა­რი ად­გი­ლი არ უნ­და ჰქონ­დეს, ხო­ლო მე­ო­რემ, პი­რი­ქით, სულ მთლად გამო­დევ­ნა იგი ხმა­რე­ბი­დან. ორ­სა­ვე უკი­დუ­რე­სო­ბას სა­თა­ვე ძველ ქარ­თულ­ში აქვს“, – წერ­და აკა­კი შა­ნი­ძე 
ხში­რად ეს ცვლი­ლე­ბე­ბი და­მო­კი­დე­ბუ­ლი იყო სკო­ლა­ზე, ად­გილ­ზე, ავ­ტო­რი­სა თუ გადა­მწერ­ლის ვი­ნა­ო­ბა­ზე…სა­ქმის ასეთ­მა მდგო­მა­რე­ო­ბამ აი­ძუ­ლა ზო­გი­ერ­თი პი­რი ორ­თოგ­რა­ფი­უ­ლი რე­ფორ­მა გა­ე­ტა­რე­ბი­ნა სა­ლი­ტე­რა­ტუ­რო ენა­ში, მაგ­რამ ამა­ოდ…
 
ცნობილი ენათეცნიერი ბე­სა­რი­ონ ჯორ­ბე­ნა­ძე მო­ნოგ­რა­ფი­ა­ში – „ქარ­თუ­ლი ენის ფა­კულ­ტა­ტი­უ­რი გრა­მა­ტი­კის სა­კი­თხე­ბი“, სწო­რედ ასეთ სა­დავო სა­კი­თხებს განი­ხი­ლავს და ცდი­ლობს, ახ­სნას დღე­მდე სა­და­ვოდ ქცე­უ­ლი ისე­თი სა­კი­თხე­ბი, რო­გო­რი­ცაა „ქრის­ტე აღ­დგა“ თუ „ქრის­ტე აღ­სდგა“, ყვა­ვის თუ ჰყვა­ვის, მი­ქრის თუ მი­ჰქრის… და ა. შ. ბ. ჯორბენაძის თვალ­საზ­რი­სით, პი­რის ნიშ­ნე­ბი ამ შემთხვე­ვა­ში ლექ­სი­კურ  მნიშ­ვნე­ლო­ბა­თა გან­მას­ხვა­ვებ­ლა­დაა გამო­ყე­ნე­ბუ­ლი.
 
„ენა­ში არ­სე­ბობს მნიშ­ვნე­ლო­ბა­თა ორი სა­ხე­ო­ბა: ლექ­სი­კუ­რი და გრა­მა­ტი­კუ­ლი, რომ­ლე­ბიც შე­სა­ბა­მი­სი ფორ­მობ­რი­ვი ინვენტარით  გამო­ი­ხა­ტე­ბა, – აღ­ნიშ­ნავს მკვლევარი, – როგორც ცნობი­ლია, ფა­კულ­ტა­ტი­ურ (არა­ძი­რი­თად) მო­ვლე­ნას­თან მა­შინ გვაქვს სა­ქმე, რო­ცა ლექ­სი­კურ მნიშ­ვნე­ლო­ბა­თა განმას­ხვა­ვებ­ლად გამო­ი­ყე­ნე­ბა ის ფორ­მან­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც, რო­გორც წე­სი, ენა­ში ფორ­მათ­წარ­მო­ე­ბი­თი და­ნიშ­ნუ­ლე­ბი­თაა გამო­ყე­ნე­ბუ­ლი. და პი­რი­ქით, გრა­მა­ტი­კულ მნიშ­ვნე­ლო­ბებს განას­ხვა­ვე­ბენ ყვე­ლა სხვა შე­მთხვე­ვა­ში ლექ­სი­კურ მნიშვნელობათა გან­მას­ხვა­ვე­ბე­ლი ფორ­მან­ტე­ბი.
 
ფა­კულ­ტა­ტი­უ­რი სა­შუ­ა­ლე­ბა­ნი იმ ენობ­რივ მო­ვლე­ნა­თა რიგს განე­კუთ­ვნე­ბა, რომ­ლე­ბიც ლა­მის ყო­ველ­დღი­უ­რად იჩე­ნენ თავს ენა­ში. ბევ­რი მათ­გა­ნი უკ­ვა­ლოდ იკარ­გე­ბა, ზო­გიც უფ­რო ხან­გრძლი­ვად შემო­რჩე­ბა ენას; უმ­ცი­რე­სი ნა­წი­ლი კი სა­ბო­ლო­ოდ მკვიდ­რდე­ბა და დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში შე­საძ­ლოა სი­ტყვათ­წარ­მო­ე­ბის ძი­რი­თად წე­სა­დაც იქ­ცეს, სწო­რედ ამ მო­ვლე­ნის თვალ­სა­ჩი­ნო ნი­მუ­შია ,,აღ­დგო­მა'' სი­ტყვის სე­მან­ტი­კუ­რი გადა­აზ­რე­ბაც. 
გვაქვს: 
აღ-დგო­მა – ქრის­ტეს მკვდრე­თით აღდ­გო­მის დღე­სას­წა­უ­ლი, ის­ტო­რი­უ­ლად მო­მდი­ნა­რე­ობს გა­ზა­ფხუ­ლის დღესასწაულისგან. გადა­ტა­ნით: დღე­სას­წა­უ­ლი, ზე­ი­მი, სა­სი­ხა­რუ­ლო დღე. გრა­მა­ტი­კუ­ლად მას­და­რია აღ-დგ-ებ-ა ზმნი­სა. 
ა-დგო­მა – ვერ­ტი­კა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის მი­ღე­ბა. გრა­მა­ტი­კუ­ლად მას­და­რია ა-დგ-ებ-ა ზმნი­სა.
ამ ორი მნიშ­ვნე­ლო­ბის ფორ­მობ­რი­ვი გა­რჩე­ვა ისევ ფა­კულ­ტა­ტი­უ­რ სა­შუ­ა­ლე­ბას დაეკისრა –  პი­რის ნი­შანს:
აღ-ს-დგ-ებ-ა – გა­ცო­ცხლდე­ბა,
აღ-დგ-ებ-ა – განახ­ლდე­ბა, ძველ სა­ხეს და­იბ­რუ­ნებს.
„ქრის­ტე აღ(ს)დგა“.   
,და­ნგრე­უ­ლი ქა­ლა­ქე­ბი აღ­დგა“. 
„გა­რი­ცხუ­ლი სტუ­დენ­ტი აღ­დგა მე­სა­მე კურს­ზე“.
 
ასე რომ, აღ- და ა- ზმნის­წი­ნი­ან ფორ­მა­თა სე­მან­ტი­კურ და­პი­რის­პი­რე­ბას რთუ­ლი ფორ­მობ­რივ-სე­მან­ტი­კუ­რი ცვლი­ლე­ბა­ნი მოჰყვა თან.
მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ პი­რის კა­ტე­გო­რია ერთ-ერ­თი სტა­ბი­ლუ­რი ზმნუ­რი კა­ტე­გო­რი­აა, ამ შე­მთხვე­ვა­შიც აღმო­ჩნდა შესაძლე­ბე­ლი მი­სი ფა­კულ­ტა­ტი­უ­რი გამო­ყე­ნე­ბა სულ სხვა და­ნიშ­ნუ­ლე­ბით…
ამ დროს არ­სე­ბი­თი მნიშ­ვნე­ლო­ბა ენი­ჭე­ბა ენის მფლო­ბე­ლის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას ენობ­რი­ვი მო­ვლე­ნე­ბი­სა­დმი.
 
ამი­ტო­მაც ზედ­მე­ტი არ იქ­ნე­ბა გა­ვიხ­სე­ნოთ კ. გა­მსა­ხურ­დი­ას ერ­თი მო­საზ­რე­ბა. სა­უ­ბა­რია ერთ-ერ­თი ლექ­სის სა­თა­უ­რის შესა­ხებ: „ამ ლექ­სის სა­თა­უ­რი იყო „ჰყვა­ვის გუ­რია“ კი არა, „ყვა­ვის გუ­რია“. ამი­ტომ გუ­რუ­ლე­ბი სა­მარ­თლი­ან უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბას გამო­სთქვამ­დნენ ჩემს წი­ნა­შე და მი­მტკი­ცებ­დნენ, რომ გუ­რია ყვა­ვი­სა კი არ არი­სო, სა­ქარ­თვე­ლო­სი­აო“ (გა­მსა­ხურ­დია 1965: 493). შემ­დეგ: უნ­და იყო­სო ჰქონ­და, მი­ჰქრის… „მი­ქრის – ეს ხომ ღი­მი­ლის მო­მგვრე­ლი სი­ტყვაა, ე. ი. მის წარმო­მთქმელს თავში უქ­რის… ჩანს – რა ქარ­თუ­ლი­ა? უცი­ლოდ უნ­და და­ი­წე­როს სჩანს…“ (გა­მსა­ხურ­დია 1967: 261).
 
წმინ­და გრა­მა­ტი­კუ­ლი პო­ზი­ცი­ი­დან უთუ­ოდ მცდარ ამ მსჯე­ლო­ბა­ში ნა­თლა­დაა წარმო­ჩე­ნი­ლი ლექ­სი­კურ და გრა­მა­ტი­კულ მნიშ­ვნე­ლო­ბა­თა ფა­კულ­ტა­ტი­უ­რი გან­სხვა­ვე­ბის ტენ­დენ­ცია, რაც ვრცელდება აღსდგა – აღდგაზეც. “, – შე­ნიშ­ნავს ბე­სა­რი­ონ ჯორ­ბე­ნა­ძე… 
„ზე­მოთ ზმნის­წინ­თა ძველ და ახალ სა­ხე­ო­ბა­თა ფა­კულ­ტა­ტი­უ­რი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის რკვე­ვი­სას და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი იყო აღ-დგ-ა და ა-დგ-ა ფორ­მა­თა სე­მან­ტი­კუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბის ფაქ­ტიც.
თა­ვის მხრივ,  აღ-დგ-ა და­უ­კავ­შირ­და ორ მნიშ­ვნე­ლო­ბას:
ა) „მკვდრე­თით აღ­დგო­მა, გა­ცო­ცხლე­ბა“,
ბ) „აღ­დგე­ნა“.
ენამ აქაც სცა­და სხვა­ო­ბის და­მყა­რე­ბა და ეს და­ნიშ­ნუ­ლე­ბა მო­რფო­ლო­გი­უ­რად ზედ­მეტ ს- პი­რის ნი­შანს და­ა­კის­რა:
„აღ-ს-დგ-ა მკვდრე­თით“ მაგ­რამ: „აღ-დგ-ა თა­ვის უფ­ლე­ბებ­ში“ 
 
კარ­გა­დაა ცნო­ბი­ლი, რომ სა­ლი­ტე­რა­ტუ­რო ენა ნორ­მი­რე­ბუ­ლი სის­ტე­მაა, წი­ნას­წარ შე­მუ­შა­ვე­ბულ წე­სებ­სა და კა­ნო­ნებ­ზე დამყა­რე­ბუ­ლი. და მა­ინც, არ­სე­ბობს ისე­თი ლექ­სი­კუ­რი, მო­რფო­ლო­გი­უ­რი და სინ­ტაქ­სუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­ვსე­ბით უმარ­თე­ბუ­ლოა ქარ­თუ­ლი ენის გრა­მა­ტი­კუ­ლი სის­ტე­მის თვალ­საზ­რი­სით (და­ღ­მა, აქა­უ­რი, იქა­უ­რი (კა­ცი), ვდგა­ვარ, ვზივარ…), მაგ­რამ მათ სა­კუ­თა­რი, მყა­რი ად­გი­ლი აქვთ ენა­ში მო­პო­ვე­ბუ­ლი. რო­გორც აკად. არ­ნოლდ ჩი­ქო­ბა­ვა აღ­ნიშ­ნა­ვდა, მათ „უყოყ­მა­ნო სო­ცი­ა­ლუ­რი სა­ნქცია“ აქვთ.   
„სო­ცი­ა­ლუ­რი სა­ნქცია“ გუ­ლის­ხმობს ამა თუ იმ ფორ­მის გა­ვრცე­ლე­ბუ­ლო­ბას და სა­ლი­ტე­რა­ტუ­რო ენა­ში და­მკვიდ­რე­ბას. შეიძლე­ბა ით­ქვას, რომ სო­ცი­ა­ლუ­რი სა­ნქცია იმა­ვეს ნიშ­ნავს, რა­საც გუ­ლის­ხმობ­და ილია ჭავ­ჭა­ვა­ძე გამო­ნათ­ქვამ­ში: „ხალ­ხია ენის კა­ნო­ნის და­მდე­ბი და არა ან­ბანთ თე­ო­რი­ტი­კა“.
 
ვფიქ­რობთ, „ქრის­ტე აღ­სდგა! – ჭეშ­მა­რი­ტად!“, რო­გორც ქრის­ტი­ა­ნუ­ლი ტერ­მი­ნი (მი­ლოც­ვის ფორ­მუ­ლა), მყა­რა­დაა დამკვიდ­რე­ბუ­ლი და აკა­კი წე­რეთ­ლის სი­ტყვე­ბი რომ გა­ვი­მე­ო­როთ, – „ეს ერ­თი სი­ტყვა, თვრა­მე­ტი სა­უ­კუ­ნის­გან გაფოლადებუ­ლი“ (დღეს უკვე ოცი საუკუნისაგან), ძვალ-რბილ­ში რომ უვ­ლის ყვე­ლას, უყოყ­მა­ნოდ „სო­ცი­ა­ლუ­რი სა­ნ­ქცი­ის“ მფლო­ბე­ლია.

სიახლეები

“ძალიან სიმბოლური შეხვედრა იყო, რომელსაც აქვს პოტენციალი, ისტორიული გახდეს“ – ზელენსკი

""კარგი შეხვედრა იყო. ერთი-ერთზე განვიხილეთ ბევრი საკითხი. ვიმედოვნებთ, რომ ყველაფერი, რაც ითქვა, შედეგიანი იქნება....

“ღარიბაშვილს გაყვეს “ოცნების” ყველა წარმომადგენელი” – საპროტესტო მსვლელობაზე ხელისუფლების გადადგომას ითხოვენ

"თავისუფლების მსვლელობა - პროტესტის 150 დღე!" დიდუბის მეტროსადგურიდან თბილისის პროკურატურის მიმართულებით საპროტესტო მარში იმართება....

სამეგრელოში არასრულწლოვანზე ძალადობაში ბრალდებული ოჯახის წევრები დანაშაულს აღიარებენ, დედა აცხადებს, რომ ბავშვს დაშინების მიზნით რამდენჯერმე უკბინა

სამეგრელოში არასრულწლოვანზე ოჯახის წევრების მხრიდან ძალადობის საქმეზე "მთავარი არხის ვებგვერდისთვის" დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი. არსებული...

“ქართულ პოლიტიკაში “იაგოხვიჩიობა” არ მუშაობს, სხვა რამეა საქნელი…” – თემურ გორგაძე

ქართულ პოლიტიკაში, უმეტესწილად, ოპოზიციურ ფლანგზე მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას და ანალიზს აქვეყნებს ყოფილი...