მთავარისიახლეებიმსოფლიოთურქეთში გუშინ 412 ადამიანი დააკავეს. ერდოღანი სიკვდილით დასჯის აღდგენას მოითხოვს

თურქეთში გუშინ 412 ადამიანი დააკავეს. ერდოღანი სიკვდილით დასჯის აღდგენას მოითხოვს

Published on

თურქეთში  გუშინ ჩატარებული ანტიტერორისტული ოპერაციის ფარგლებში დაკავებულია კიდევ 412 ადამიანი,   რომლებიც ეჭვმიტანილი არიან ტერორისტული ორგანიზაცია „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ საქმიანობაში. – იუწყება  სააგენტო „ანადოლუ“ 
თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ანტიტერორისტული ოპერაცია თურქეთის 21 პროვინციაში ჩატარდა.  რეიდის შედეგად კონკრეტულ მისამართებზე, სადაც დაკავებულები ცხოვრობდნენ, დიდი რაოდენობით იარაღი, საბრძოლო მასალა და დოკუმენტაციაა ამოღებული. 
გუშინდლამდე, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში თურქეთში „ისლამური სახელმწიფოს“ 131 ტერორისტი დააკავეს.  
 
ამასობაში თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი მთავრობისგან   სიკვდილით დასჯის აღდგენის თაობაზე კანონპროექტის წარდგენას ითხოვს – იუწყება გამოცემა Hurriyet.
 
„16 აპრილის შემდეგ, ღმერთის ნებით, კანონპროექტი სიკვდილით დასჯის აღდგენის თაობაზე წარდგენილ უნდა იქნას. თუ პარლამენტი მიიღებს ამ კანონპროექტს, მე მას დავამტკიცებ“, – განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ერზურუმის პროვინციაში გამართულ მიტინგზე სიტყვით გამოსვლისას. –  „სიკვდილით დასჯის აღდგენისთვის საჭიროა საკონსტიტუციო ცვლილება, მაგრამ თუ პარლამენტი მას არ დაამტკიცებს, მე საზოგადოებას მივმართავ და ამ საკითხს რეფერენდუმზე გავიტან. დაე, საზოგადოებამ გადაწყვიტოს“, – დასძინა ერდოღანმა. 
 
აღსანიშნავია, რომ თურქეთმა სიკვდილით დასჯა 2004 წელს ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების პროცესის ფარგლებში გააუქმა. 
საჯარო განხილვები სიკვდილით დასჯის აღდგენაზე 2016 წლის 15 ივლისის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შემდეგ დაიწყო. ერდოღანმა არა ერთხელ განაცხადა, რომ თუ ხალხის ნებაა, რომ სიკვდილით დასჯა აღდგეს, ის ამ ნებას აღასრულებს. 
 
 
 

 

სიახლეები

4 ოქტომბრის საქმე – მურთაზ ზოდელავა და ლაშა ბერიძე საპროცესოს ითხოვენ

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულები: მურთაზ ზოდელავა, ლაშა ბერიძე და გური ჟვანია საპროცესო შეთანხმებას ითხოვენ....

რუსთავის მე-6 ციხეში გიორგი დავითაძის სოლიდარობის გამო პატიმრებს ხელკეტებით სცემეს-ადვოკატი

„პატიმარ ლაშა ჩაჩანიძეს მე-6 დაწესებულებაში ბადრაგებმა ხელკეტებით სასტიკად სცემეს იმის გამო, რომ მან გიორგი...

რეფორმების შესრულებისთვის ევროკავშირმა მოლდოვას დამატებით €157 მილიონი გადაურიცხა

ევროკავშირის ეკონომიკური ზრდის გეგმის ფარგლებში ევროკომისიამ მოლდოვას დამატებით €157 მილიონი გადაურიცხა. თანხის გამოყოფის შესახებ გადაწყვეტილება...

რამდენიმე სტუდენტს აღენიშნა ალკოჰოლური თრობის შედეგად გამოწვეული შეუძლოდ ყოფნა-CU

კავკასიის უნივერსიტეტი Welcome Party-ზე რამდენიმე სტუდენტის მოწამვლის ფაქტს ეხმაურება. მათი განცხადებით, სტუდენტების სავარაუდო მოწამვლის...