მთავარისიახლეებისამართალისტრასბურგის სასამართლომ რუსეთს ბესლანის ტერაქტის მსხვერპლთა ოჯახის წევრებისთვის 3 მილიონამდე ევროს გადახდა...

სტრასბურგის სასამართლომ რუსეთს ბესლანის ტერაქტის მსხვერპლთა ოჯახის წევრებისთვის 3 მილიონამდე ევროს გადახდა დააკისრა

Published on

ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილებით, რუსეთს ბესლანის ტერაქტის მსხვერპლთა ოჯახის წევრებისთვის 3 მილიონამდე ევროს გადახდა დაეკისრა. 
 
„სასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთმა მოსარჩელეებს საერთო ჯამში 2,995 მილიონი ევრო უნდა გადაუხადოს მორალური ზიანის ანაზღაურების სახით და ასევე 88 ათასი ევრო სასამართლო ხარჯების ასანაზღაურებლად“, – ნათქვამია სასამართლოს პრესრელიზში. 
 
ბესლანის ტერაქტის საქმეში 409 მოსარჩელე ფიგურირებს: ტერაქტისა და შემდგომი შტურმის შედეგად დაღუპულთა ოჯახის წევრები და თვით მძევლები. 
 
მოსარჩელეებმა სარჩელი ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის რამდენიმე მუხლის დარღვევასთან დაკავშირებით შეიტანეს.
 
„კონვენციის მე-2 მუხლზე დაყრდნობით მოსარჩელეები აცხადებენ, რომ სახელმწიფომ არ შეასრულა თავისი მოვალეობა, რათა დაეცვა ტერაქტის მსხვერპლი და მოვლენების გამოძიება არ იყო სრული. ზოგიერთი მოსარჩელე მიიჩნევს, მძევლების სიკვდილი გამოწვეული იყო ხელისუფლების მიერ ძალის გადამეტებით“, – ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში

სიახლეები

სტუდენტები ეთნიკური უმცირესობის სტუდენტების განათლების უფლების უზრუნველყოფას და ილიაუნის ავტონომიურობას ითხოვენ

სოლიდრობა ილიას უნივერსიტეტს - სასწავლო დაწესებულებასთან ცოტა ხნის წინ, საგანგებო განცხადება ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელმა...

ამოღებულია უკანონო იარაღი და საბრძოლო მასალა – დაკავებულია 51 პირი-შსს

სპეოცოპერაცია ქვეყნის მასშტაბით - შინაგან საქმეთა სამინისტრომ 51 პირი დააკავა. როგორც უწყებაში გამართულ ბრიფინგზე შინაგან...

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოში ვიზიტს აჯამებს

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციამ საქართველოში რამდენიმედღიანი ვიზიტის დასრულების შემდეგ შემაჯამებელი განცხადება გაავრცელა. მათი თქმით,...

თელავში 8 თვის ორსული ქალი გარდაიცვალა

თელავში 8 თვის ორსული ქალი გარდაიცვალა - ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა, "მთავარი ამბები კახეთიდან" ავცელებს....