მთავარისიახლეებიეკონომიკასაერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოსთვის ახალი, 285 მილიონი დოლარის მოცულობის სამწლიანი...

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოსთვის ახალი, 285 მილიონი დოლარის მოცულობის სამწლიანი პროგრამა დაამტკიცა

Published on

,,საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან მწვანე შუქი ანთებულია'' –  ასე შეაფასა  მთავრობის სხდომაზე  გიორგი კვირიკაშვილმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ  საქართველოსთვის  ახალი, 285 მილიონი დოლარის მოცულობის სამწლიანი პროგრამის დამტკიცება
 
„ ეს პროგრამა არის უმნიშვნელოვანესი ყველა იმ რეფორმის განსახორციელებლად, რომელსაც ჩვენ ვაანონსებთ და უკვე ვახორციელებთ 4-პუნქტიანი პროგრამის, განსაკუთრებით, სივრცითი განვითარების მიმართულებით. ამ პროგრამის დამტკიცება უკვე ნიშნავს იმას, რომ მომავალ სამ წელიწადში ყველა იმ გეგმის განსახორციელებლად, რომელიც ჩვენ დავაანონსეთ,  მწვანე შუქი ანთებულია. რა თქმა უნდა, ეს გულისხმობს იმასაც, რომ ფისკალური დისციპლინა და ქვეყნის ფინანსების მართვა უნდა იყოს სათანადო დონეზე. ასევე მინდა აღვნიშნო ფინანსთა სამინბისტროსა და  ეროვნული ბანკის ძალიან კარგი და კოორდინირებული მუშაობა ამ მიმართულებით“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
 
მისი თქმით, სავალუტო ფონდის პროგრამის დამტკიცება არის პოზიტიური სიგნალი ყველა იმ პორტფელური ინვესტორისთვის, რომელიც საქართველოს მიმართულებაზე მუშაობს.

სიახლეები

კუნძულ კრეტაზე, NATO-ს საზღვაო ბაზასთან, ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს

საბერძნეთის კუნძულ კრეტაზე, NATO-ს საზღვაო ბაზასთან ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს - ინფორმაციას ადგილობრივი...

9 მარტს, დედაქალაქში სტუდენტების მასშტაბური აქცია დაანონსდა

სტუდენტები და პროფესორები კობახიძის განათლების რეფორმის წინააღმდეგ, 9 მარტს, დიდ აქციაზე გამოდიან. მსვლელობა, მომდევნო...

ნეთანიაჰუ-ეს არ არის უსასრულო ომი – ეს არის ის, რაც მშვიდობის ეპოქას დაამკვიდრებს

ეს არ არის უსასრულო ომი - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ Fox News-თან...

უცხო ქვეყნის 98 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 98 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო...