მთავარისიახლეებიეკონომიკაკახა კალაძე: ,, ქვეყანა სრულად დაიტვირთება აზერბაიჯანული ბუნებრივი აირით.'' რომან გოცირიძე: ესაა...

კახა კალაძე: ,, ქვეყანა სრულად დაიტვირთება აზერბაიჯანული ბუნებრივი აირით.” რომან გოცირიძე: ესაა მთავრობის აღიარება, რომ დანაშაულებრივ კონტრაქტს მოაწერეს ხელი და ატყუებდნენ ხალხს, რომ რუსული გაზის გარეშე ვერ გავძლებდით

Published on

ენერგეტიკის მინისტრის, ვიცე-პრემიერის კახა კალაძის განცხადებით, მიღებულია გადაწყვეტილება, ქვეყანა სრულად დაიტვირთოს აზერბაიჯანული ბუნებრივი აირით. 
 
 „ხელშეკრულება, რომელიც გაფორმდა „გაზპრომთან“, გვაძლევს იმის შესაძლებლობას, არ ვიყოთ დამოკიდებულები რუსულ ბუნებრივ აირზე. ანუ, მიღებული თანხით, ჩვენ შეგვიძლია, ვიყიდოთ ბუნებრივი აირი აზერბაიჯანიდან, ასევე არის შესაძლებლობა, ვიყიდოთ ირანში. თუმცა, დღევანდელი გადმოსახედიდან, მივიღეთ გადაწყვეტილება სრულად დავიტვირთოთ აზერბაიჯანული ბუნებრივი აირით. ასეთიგანმარტება გააკეთა მან ჟურნალისტებთან საუბრისას ბუნებრივი აირის დამატებითი მოცულობების შეძენასთან დაკავშირებით. 
 
,,ეს არის ორწლიანი ხელშეკრულება. ორი წლის შემდეგ. ჩვენ ვიქნებით უფრო მყარ პოზიციებზე, რადგან გვექნება გაზსაცავი, იქნება დასრულებული შაჰდენიზის პროექტი, საიდანაც გვექნება დამატებითი მოცულობები და გვექნება უფრო მეტი ბერკეტი, რომ ვესაუბროთ „გაზპრომს“, თუნდაც იგივე, 10%-ზე გადასვლაზე“, – განაცხადა კალაძემ.
 
კალაძის განცხადებას ნაციონალურიმოძრაობის ერთერთი ლიდერი რომან გცირიძე ეხმაურება:
,,საქართველო არ იყიდის გაზპრომიდან გაზს. მთლიანად შემოვა აზერბაიჯანიდან. უფრო ხელსაყრელი რომ ყოფილიყო, ხომ იყიდიდნენ რუსეთიდან?
ესაა მთავრობის აღიარება, რომ დანაშაულებრივ კონტრაქტს მოაწერეს ხელი და ატყუებდნენ ხალხს, რომ რუსული გაზის გარეშე ვერ გავძლებდით. 
მომავალ კვირას ამ საკითხზე საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი გადის პარლამენტში. არ დაუჭერს უმრავლესობა ჩვენს წინადადებას მხარს. მოვა დრო, მაინც გამოვიძიებთ, თუ რატომ დააკარგვინეს ქვეყანას ათეულობით მილიონები და პოლიტიკური ბერკეტები. 
დღეიდან ამ მთავრობას არ ვუწოდებ უნიათოს. მავნებლები არიან!'' – წერს  რომან გოცირიძე თავის ფეისბუქგვერდზე

სიახლეები

კუნძულ კრეტაზე, NATO-ს საზღვაო ბაზასთან, ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს

საბერძნეთის კუნძულ კრეტაზე, NATO-ს საზღვაო ბაზასთან ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს - ინფორმაციას ადგილობრივი...

9 მარტს, დედაქალაქში სტუდენტების მასშტაბური აქცია დაანონსდა

სტუდენტები და პროფესორები კობახიძის განათლების რეფორმის წინააღმდეგ, 9 მარტს, დიდ აქციაზე გამოდიან. მსვლელობა, მომდევნო...

ნეთანიაჰუ-ეს არ არის უსასრულო ომი – ეს არის ის, რაც მშვიდობის ეპოქას დაამკვიდრებს

ეს არ არის უსასრულო ომი - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ Fox News-თან...

უცხო ქვეყნის 98 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 98 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო...