სიკვდილი მაინჰაიმში – სავარაუდო მკვლელი ქართველია

0
384
ბერლინში საქართველოს საკონსულოს სამსახური  გერმანიის კრიმინალური პოლიციის წარმომადგენელთან სატელეფონო საუბარზე დაყრდნობით   იუწყება, რომ  გერმანიაში,  ქალაქ მანჰაიმში 10 აპრილს მომხდარი საქართველოს მოქალაქის მკვლელობაში  ეჭვმიტანილი სავარაუდოდ ქართველია. 
კონსულის თქმით, ირკვევა, რომ  მკვლელობას წინ უძღოდა შელაპარაკება, რომელიც სუფრაზე დაიწყო. საქართველოს მოქალაქე ცივი იარაღით ავტომანქანაში მოკლეს. დაღუპული 32 წლის მამაკაცია, რუსთავის მკვიდრი.  
„ ოფიციალური შეტყობინება გერმანიის შესაბამისი სამსახურების მხრიდან ჯერ არ შესულა. დღეს ჩატარდება ექსპერტიზა. მიმდინარეობს გამოძიება, მოკლულის მეგობრებ დაკითხვაზე იმყოფებიან  და დამატებით დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი“ – აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში. 
 
 
წინა სტატიაკალიფორნიის დაწყებით კლასში თავდამსხმელმა მასწავლებელი და მოსწავლე მოკლა
შემდეგი სტატია13 აპრილიდან ზუგდიდი -თბილისი- ზუგდიდის მიმართულებაზე მატარებლების დამატებითი რეისები განხორციელდება
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური