მთავარისიახლეებიეკონომიკაქუჯის ქუჩაზე მცხოვრები დევნილი 4 ოჯახი სიცოცხლისთვის საშიშ პირობებში ცხოვრობს (video)

ქუჯის ქუჩაზე მცხოვრები დევნილი 4 ოჯახი სიცოცხლისთვის საშიშ პირობებში ცხოვრობს (video)

Published on

ზუგდიდში, ქუჯის ქუჩაზე, ამ შენობაში აფხაზეთიდან დევნილი 4 ოჯახი თითქმის 20 წელია ცხოვრობს. მათი საცხოვრებელი პირობები უმძიმესია – თითქმის დანგრეული შენობა, მორღვეული კედლები, დაშლილი სახურავი, საიდანაც წვიმის დროს წყალი დევნილთა საცხოვრებელ ოთახებში ჩამოდის, აყრილი იატაკი, რომელზეც მოძროაობა საშიშიცაა. აქ მცხოვრები დევნილები ამბობენ, რომ მიუხედავად მათი მოთხოვნისა, ყურადღებას არავინ აქცევს. მიმართეს დევნილთა სამინისტროს ბინებით დაკმაყოფილებაზეც, თუმცა პასუხად უარი მიიღეს, მიზეზად არასაკმარისი ქულები დაუსახელეს.დევნილების მთავარი მოთხოვნაა, მოხდეს სასწრაფოდ მათი გაყვანა აღნიშნული შენობიდან, რადგან კორპუსი ავარიულია და მათი თქმით, ცხოვრებაც საშიშია. დევნილთა სამმართველოში პასუხად ამბობენ, რომ ოთხივე ოჯახმა ბინით დაკმაყოფილებაზე შესაბამისი ქულები ვერ დააგროვა.თუმცა, ზუგდიდის დევნილთა სამმართველოს ხელმძღვანელის მანუჩარ ჩილაჩავას განცხადებით, უწყება მათ დაეხმარება სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნის მომზადებაში.აფხაზეთიდან იძულებით გადადგილებული პირები ახლა ხელისუფლების დახმარების იმედად არიან
 
 

 

 

სიახლეები

კუნძულ კრეტაზე, NATO-ს საზღვაო ბაზასთან, ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს

საბერძნეთის კუნძულ კრეტაზე, NATO-ს საზღვაო ბაზასთან ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს - ინფორმაციას ადგილობრივი...

9 მარტს, დედაქალაქში სტუდენტების მასშტაბური აქცია დაანონსდა

სტუდენტები და პროფესორები კობახიძის განათლების რეფორმის წინააღმდეგ, 9 მარტს, დიდ აქციაზე გამოდიან. მსვლელობა, მომდევნო...

ნეთანიაჰუ-ეს არ არის უსასრულო ომი – ეს არის ის, რაც მშვიდობის ეპოქას დაამკვიდრებს

ეს არ არის უსასრულო ომი - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ Fox News-თან...

უცხო ქვეყნის 98 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 98 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო...