მთავარისიახლეებიმსოფლიოკალიფორნიის დაწყებით კლასში თავდამსხმელმა მასწავლებელი და მოსწავლე მოკლა

კალიფორნიის დაწყებით კლასში თავდამსხმელმა მასწავლებელი და მოსწავლე მოკლა

Published on

კალიფორნიის შტატში, ქალაქ სან ბერნანდინოს ერთ-ერთ სკოლაში სროლის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, დაწყებითი კლასების მასწავლებელი და მისი 8 წლის მოსწავლე. აღნიშნულის შესახებ ქალაქის პოლიციის უფროსმა ჯაროდ ბურგუანმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. პოლიციის უფროსის თქმით, ასევე, სროლის შედეგად ცხრა წლის მოსწავლე დაშავდა, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ჯაროდ ბურგუანის განცხადებით, 53 წლის სედრიკ ანდერსონის თავდასხმის ობიექტი მისი მეუღლე იყო, რომელიც სკოლაში მასწავლებლად მუშაობდა. სკოლაში ცეცხლის გახსნის შემდეგ თავდამსხელმა თვითმკვლელობა ჩაიდინა. სედრიკ ანდერსონი წარსულში ნასამართლევი იყო, იარაღის უკანონო ტარების, ოჯახში ძალადობისა და ნარკოტიკების გავრცელების მუხლებით.

სიახლეები

საია-ევროსასამართლომ მზია ამაღლობელის მეოთხე საჩივარი დაარეგისტრირა

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ განცხადებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მზია ამაღლობელის მიმართ წარმოებულ პოლიტიკურად მოტივირებულ...

ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის საქმეზე 1 წლით და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა

კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემულობის საქმეზე 1 წლით და 6 თვით...

დედას, რომელმაც ბათუმის სამშობიაროში ახალშობილი მოკლა, 4-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

ახალშობილის განზრახ მკვლელობის ფაქტზე, სასამართლომ დედა დამნაშვედ ცნო და 4 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა....

ხობის მუნიციპალიტეტში, მდინარე ხობისწყალში დედა-შვილი დაიხრჩო

ხობის მუნიციპალიტეტში მდინარე ხობისწყალში დედა-შვილი დაიხრჩო. არსებული ინფორმაციით, ისინი მდინარეში საბანაოდ შევიდნენ, რა დროსაც...