მთავარისიახლეებისაზოგადოებასაყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ძირითადი ქრონიკული დაავადებებისთვის საჭირო მედიკამენტებს დააფინანსებს

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ძირითადი ქრონიკული დაავადებებისთვის საჭირო მედიკამენტებს დააფინანსებს

Published on

ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მედიკამენტების კომპონენტის ჩართვას განიხილავენ. ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, მალე ამოქმედდება ახალი სახელმწიფო პროგრამა, რომელიც გარკვეულ კონტინგენტს მიაწვდის ძირითადი ქრონიკული დაავადებებისთვის საჭირო მედიკამენტებს. პირველ  ეტაპზე, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში სამი მიმართულების – გულსისხლძარღვთა სისტემის, ენდოკრინოლოგიის ნაწილის და სასუნთქი სისტემის დაავადებებისათვის საჭირო მედიკამენტები დაფინანსდება.დავით სერგეენკომ შეხვედრაზე მედიკამენტების ლაბორატორიის არარსებობაზეც ისაუბრა და განმარტა, რომ რეგისტრირებული მედიკამენტი არ ნიშნავს იმას, რომ მისი ხარისხი მაღალია. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში ახალი მედიკამენტების კომპონენტი, სავარაუდოდ, ივნისის მეორე ნახევარში ამოქმედდება.

სიახლეები

მოსამართლემ ბაია მარგიშვილი 14 დღით პატიმრობაში გაუშვა

სამოქალაქო აქტივისტს ბაია მარგიშვილს სასამართლომ 14 დღით პატიმრობა მიუსაჯა - გადაწყვეტილება მოსამართლე ზვაიდ ცეკვავამ...

ან გვაღიარებთ, ან განიდევნებით – ყაველაშვილი კრიტიკულ მედიას ემუქრება

"ან გვაღიარებთ, ან განიდევნებით" - უთხრა დღეს თელავში ჩასულმა "ოცნების" მიერ არჩეულმა პრეზიდენტმა ჟურნალისტს,...

მზია ამაღლობელმა თავისუფალი მედიის ჯილდო მიიღო

ჟურნალისტი და მედიამენეჯერი მზია ამაღლობელი თავისუფალი მედიის პრემიით დააჯილდოვეს ნორვეგიულმა და გერმანულმა ორგანიზაციებმა –...

ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე დაბალი შედეგების მიზეზი თბილისშია და არა კიევში – სიბიგა

ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში საქართველოს დაბალი შედეგების ყველა მიზეზი თბილისშია და არა კიევში, - ამის...