მთავარისიახლეებიმსოფლიომათთვის, ვინც სააღდგომოდ ისრაელში გამგზავრებას გეგმავს

მათთვის, ვინც სააღდგომოდ ისრაელში გამგზავრებას გეგმავს

Published on

 მოახლოებულ დღესასწაულებთან დაკავშირებით ისრაელის სახელმწიფოში საზღვრის კვეთის პროცედურები  მკაცრდება – ითქვა საქართველოში ისრაელის ელჩისა და  საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დირექტორის  ერთობლივ პრესკონფერენციაზე, რიომელიც დღეს გაიმართა.
 
ისინი, ვინც წმინდა მიწაზე  სააღდგომო მოლოცვისთვის გამგზავრებას გეგმავს, საზღვარზე   კიდევ უფრო გამკაცრებულ და ხანგრძლივ  შემოწმებას გაივლიან, ამიტომ საქართველოს მოქალაქეებმა უნდა გაითვალისწინონ ეს გარემოებები და მაქსიმალურად ზედმიწევნით დაიცვან ყველა მოთხოვნა, რომელიც  საზღვრის კვეთასთან, მგზავრობის მიზნობრიობასთან, ფინანსური უზრუნველყოფასთან არის დაკავშირებული. – განაცხადა  საკონსულო დეპარტამენტის დირექტორმა გიორგი ტაბატაძემ –  კერძოდ, მოთხოვნის შემთხვევაში, მზად უნდა იყონ წარადგინონ იმის  დამადასტურებელი დოკუმენტები,  თუ სად იცხოვრებენ, რა აქვთ გამიზნული, რამდენი ხანი უნდა დარჩნენ ქვეყანაში და აქვთ თუ არა უკან დასაბრუნებელი ბილეთები.
 
მისივე თქმით, ქვეყანაში შესვლის შემდეგაც მომლოცველები უნდა დაემორჩილონ ყველა იმ მოთხოვნას, რომელიც შესაძლოა, წაუყენონ სამართალდამცველებმა და იმ სასულიერო პირებმა, რომლებიც ტაძარში წესრიგს იცავენ.
“წერილობითი ინფორმაცია გავრცელდება ჩვენი სამინისტროს ვებგვერდზე. ჩვენი მოქალაქეები უნდა დაემორჩილონ ყველა იმ მოთხოვნას, რომელიც შესაძლოა მათ მიმართ იქნას წაყენებული, როგორც სამართალდამცველი ორგანოების მხრიდან, ასევე იმ სასულიერო პირებისგან, ვინც ემსახურება ტაძარში წესრიგის დამყარებას. ნებისმიერი შეპასუხება თუ უკმაყოფილება შესაძლოა აღიქვან გარკვეულ დარღვევად და ამას მოჰყვეს მყისიერი, ადეკვატური რეაქცია. ზომები გამკაცრებულია, ჩასულია უამრავი სტუმარი და ყოველგვარი დაუმორჩილებლობა ან უკმაყოფილება, შესაძლოა გახდეს იმის მიზეზი, რომ მოქალაქეს მოუხდეს ტაძრის დატოვება, ან იმ ტერიტორიის დატოვება, სადაც იგი იმყოფება. თუკი ჩვენი მოქალაქე დაიკარგება, მან უნდა მიმართოს პოლიციას ან საელჩო საკონსულო სამსახურს. მნიშვნელოვანია, მოქალაქეებმა გაითვალისწინონ, რომ მოერიდონ ე.წ. ტაძარში შესასვლელი სამაჯურების – ე.წ. ,,ბრასლეტების'' შეძენას, რადფან ხშირია მათი გაყალბების შემთხვევები – განაცხადა ტაბატაძემ.

სიახლეები

საია-ევროსასამართლომ მზია ამაღლობელის მეოთხე საჩივარი დაარეგისტრირა

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ განცხადებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მზია ამაღლობელის მიმართ წარმოებულ პოლიტიკურად მოტივირებულ...

ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის საქმეზე 1 წლით და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა

კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემულობის საქმეზე 1 წლით და 6 თვით...

დედას, რომელმაც ბათუმის სამშობიაროში ახალშობილი მოკლა, 4-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

ახალშობილის განზრახ მკვლელობის ფაქტზე, სასამართლომ დედა დამნაშვედ ცნო და 4 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა....

ხობის მუნიციპალიტეტში, მდინარე ხობისწყალში დედა-შვილი დაიხრჩო

ხობის მუნიციპალიტეტში მდინარე ხობისწყალში დედა-შვილი დაიხრჩო. არსებული ინფორმაციით, ისინი მდინარეში საბანაოდ შევიდნენ, რა დროსაც...