მთავარისიახლეებისაზოგადოებაარაზუსტი და პროცესისთვის დამაზიანებელი ინფორმაცია - ანა ნაცვლიშვილი ირაკლი კობახიძეს პასუხობს

არაზუსტი და პროცესისთვის დამაზიანებელი ინფორმაცია – ანა ნაცვლიშვილი ირაკლი კობახიძეს პასუხობს

Published on

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას, რომ საქართველოს პრეზიდენტი მართავს კონსულტაციებს პოლიტიკურ პარტიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რათა მათ საკონსტიტუციო კომისია დატოვონ, ახალგზარდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ეხმაურება.ანა ნაცვლიშვილი პრეზიდენტსა და ადმინისტრაციის რომელიმე წარმომადგენელთან აღნიშნული შინაარსის კონსულტაციებს არ ადასტურებს.მისი თქმით, პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება არასწორია და ის აზიანებს საკონსტიტუციო კომისიის მუშაობის პროცესს.
„ჩვენთან ასეთი კონსულტაციები არ ყოფილა და დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ პარტნიორ ორგანიზაციებთან რომ ყოფილიყო, აუცილებლად მეცოდინებოდა. ამ ტიპის კონსულტაციების შესახებ არც არაფერი მსმენია, მით უფრო არ ყოფილა მსგავსი საუბრები პრეზიდენტთან ან მის წარმომადგენლებთან. ამიტომ მგონია, რომ ეს არის არაზუსტი და ძალიან დამაზიანებელი ინფორმაცია ზოგადად პროცესისთვის. თუ არასამთავრობო ორგანიზაციები რაიმე ტიპის გადაწყვეტილებას იღებენ, იღებდნენ და მიიღებენ, როგორც კონსტიტუციასთან, ასევე სხვა საკითხებთან დკავშირებით, ეს არის არასამთავრობო ორგანიზაციების პოზიცია და არ არის საჭირო ვინმესთან მიბმა ჩვენი გადაწყვეტილების მიღების პროცესის,“ – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა. 

სიახლეები

ცოტაც! ოლიგარქია უნდა დაემხოს! – ნიკა გვარამია

- გადამწყვეტი აღმოჩნდა ჩვენი ერთიანი და განუხრელი პოზიცია, უარი გვეთქვა არალეგიტიმური პარლამენტისთვის, ამან წააქცია...

გიორგი კირთაძე ერთიანი დემოკრატიული წინააღმდეგობის ფრონტის შექმნას ითხოვს

ასობითი ნაწამები ადამიანი, ასობით ნაცემი ადამიანი, ათობით დაკავებული სინდისის პატიმრები, მზია ამაღლოველი. ამის ფონზე...

ბადრი ჯაფარიძეს ბრალს დღეს წარუდგენენ

„ლელო - ძლიერი საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ბადრი ჯაფარიძეს ბრალს დღეს წარუდგენენ. ბრალის წარდგენა 17:00 საათზე...

პეტერ ფიშერი ბერლინში კონსულტაციების შემდეგ საქართველოში დაბრუნდა

საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი ბერლინში კონსულტაციების შემდეგ საქართველოში დაბრუნდა. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანიის...