ქართველი თეატრისა და კინოს მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი გივი ბერიკაშვილი 83 წლის ასაკში გარდაიცვალა. მსახიობი კლინიკა "მედი ქლაბში" რამდენიმე დღის წინ მიიყვანეს. ის რეანიმაციაში, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იყო შეერთებული.„გაცივდა, ფილტვების ანთება დაემართა, შემდეგ ეს ანთება გაურთულდა. დაგვიანებით მოვათავსეთ საავადმყოფოში, ბოლო სამ დღეში განსაკუთრებით დამძიმდა მდგომარეობა”, – განაცხადა გივი ბერიკაშვილის მეგობარმა, მსახიობმა კახი კავსაძემ. გივი ბერიკაშვილი 1933 წლის 12 მაისს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კოლაგში დაიბადა. 1956 წელს დაამთავრა საქართველოს თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. სხვადასხვა დროს მუშაობდა რუსთავის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, სოხუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრში და ბოლოს კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრში. არის საქართველოს დამსახურებული არტისტი, საქართველოს სახალხო არტისტი (1979), კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი, იპოლიტე ხვიჩიას სახელობის პრემიის ლაურეატი, წლის საუკეთესო მამაკაცის პრემიის ლაურეატი.
83 წლის ასაკში გივი ბერიკაშვილი გარდაიცვალა
სიახლეები
საზოგადოება
ცოტაც! ოლიგარქია უნდა დაემხოს! – ნიკა გვარამია
- გადამწყვეტი აღმოჩნდა ჩვენი ერთიანი და განუხრელი პოზიცია, უარი გვეთქვა არალეგიტიმური პარლამენტისთვის, ამან წააქცია...
საზოგადოება
გიორგი კირთაძე ერთიანი დემოკრატიული წინააღმდეგობის ფრონტის შექმნას ითხოვს
ასობითი ნაწამები ადამიანი, ასობით ნაცემი ადამიანი, ათობით დაკავებული სინდისის პატიმრები, მზია ამაღლოველი. ამის ფონზე...
საზოგადოება
ბადრი ჯაფარიძეს ბრალს დღეს წარუდგენენ
„ლელო - ძლიერი საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ბადრი ჯაფარიძეს ბრალს დღეს წარუდგენენ.
ბრალის წარდგენა 17:00 საათზე...
საზოგადოება
პეტერ ფიშერი ბერლინში კონსულტაციების შემდეგ საქართველოში დაბრუნდა
საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი ბერლინში კონსულტაციების შემდეგ საქართველოში დაბრუნდა. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანიის...