მთავარისიახლეებისაზოგადოებაზუგდიდში, 9 აპრილის მემორიალი გვირგვინით შეამკეს და დაღუპულების ხსოვნას პატივი მიაგეს

ზუგდიდში, 9 აპრილის მემორიალი გვირგვინით შეამკეს და დაღუპულების ხსოვნას პატივი მიაგეს

Published on

1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან დღეს 28 წელი შესრულდა. ამ დღესთან დაკავშირებით, ზუგდიდში, 9 აპრილის მემორიალი გვირგვინით შეამკეს და დაღუპულების ხსოვნას პატივი მიაგეს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ისაუბრეს ამ დღის მნიშვნელობაზე და კიდევ ერთხელ გაიხსენეს 9 აპრილის ღამე.
9 აპრილის ღამეს დაღუპულების ხსოვნას პატივი მიაგო და მემორიალი გვირგვინით შეამკო ქალაქ ზუგდიდის მერმა. ირაკლი გოგოხია ასევე მსხვერპლთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს დაესწრო, რომელიც მემორიალთან ზუგდიდის ვლაქერნის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის წინამძღოლმა დეკანოზმა მალხაზ ჭანტურიამ გადაიხადა.
დაღუპულების ხსოვნას პატივი მიაგეს და მემორიალი გვირგვინით შეამკეს ასევე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობისწევრებმა და საქართველოს პარლამენტის დეპუტატებმა პარტია "ევროპული საქართველოდან"
28 წლის წინ, 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა. პარლამენტის წინ შეკრებილი ათასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა. 
მოგვიანებით, 1991 წლის 9 აპრილს მაშინდელმა უზენაესმა საბჭომ ეს თარიღი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ გამოაცხადა.

 

სიახლეები

ცოტაც! ოლიგარქია უნდა დაემხოს! – ნიკა გვარამია

- გადამწყვეტი აღმოჩნდა ჩვენი ერთიანი და განუხრელი პოზიცია, უარი გვეთქვა არალეგიტიმური პარლამენტისთვის, ამან წააქცია...

გიორგი კირთაძე ერთიანი დემოკრატიული წინააღმდეგობის ფრონტის შექმნას ითხოვს

ასობითი ნაწამები ადამიანი, ასობით ნაცემი ადამიანი, ათობით დაკავებული სინდისის პატიმრები, მზია ამაღლოველი. ამის ფონზე...

ბადრი ჯაფარიძეს ბრალს დღეს წარუდგენენ

„ლელო - ძლიერი საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ბადრი ჯაფარიძეს ბრალს დღეს წარუდგენენ. ბრალის წარდგენა 17:00 საათზე...

პეტერ ფიშერი ბერლინში კონსულტაციების შემდეგ საქართველოში დაბრუნდა

საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი ბერლინში კონსულტაციების შემდეგ საქართველოში დაბრუნდა. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანიის...