მთავარისიახლეებისაზოგადოებასაქართველოს მთელ ტერიტორიაზე ჰაერის ტემპერატურა მკვეთრად დაეცემა

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ჰაერის ტემპერატურა მკვეთრად დაეცემა

Published on

შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან შემოსული ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გამო, 8 აპრილს დღის ბოლოდან და 9-10 აპრილს საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ჰაერის ტემპერატურა მკვეთრად დაეცემა. დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ხოლო მაღალ მთაში – თოვლი. ჰაერის ტემპერატურა 9-11 გრადუსამდე დაიწევს. 
აღმოსავლეთ საქართველოში 9-10 აპრილს ასევე წვიმაა მოსალოდნელი, იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა 12-17 გრადუსი იქნება.
თბილისში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელ-ჭექით, ხოლო ქარის სიჩქარე 25 მეტრი-წამში. როგორც სვეტლანა ნიორაძემ განაცხადა, გარეუბნებში ქარის სიჩქარე 28 მეტრ-წამი იქნება.
სინოპტიკოსების ვარაუდით, მდინარეებზე მოსალოდნელია წყლის დონის მკვეთრად მომატება, ხოლო ზვავსაშიშ ზონებში იქნება ზვავის საშიშროება. ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურის უფროსის თქმით, 11 აპრილიდან გამოიდარებს.

სიახლეები

ცოტაც! ოლიგარქია უნდა დაემხოს! – ნიკა გვარამია

- გადამწყვეტი აღმოჩნდა ჩვენი ერთიანი და განუხრელი პოზიცია, უარი გვეთქვა არალეგიტიმური პარლამენტისთვის, ამან წააქცია...

გიორგი კირთაძე ერთიანი დემოკრატიული წინააღმდეგობის ფრონტის შექმნას ითხოვს

ასობითი ნაწამები ადამიანი, ასობით ნაცემი ადამიანი, ათობით დაკავებული სინდისის პატიმრები, მზია ამაღლოველი. ამის ფონზე...

ბადრი ჯაფარიძეს ბრალს დღეს წარუდგენენ

„ლელო - ძლიერი საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ბადრი ჯაფარიძეს ბრალს დღეს წარუდგენენ. ბრალის წარდგენა 17:00 საათზე...

პეტერ ფიშერი ბერლინში კონსულტაციების შემდეგ საქართველოში დაბრუნდა

საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი ბერლინში კონსულტაციების შემდეგ საქართველოში დაბრუნდა. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანიის...