მთავარისიახლეებისაზოგადოებამართლმადიდებელი ეკლესია ბზობის დღესასწაულს აღნიშნავს

მართლმადიდებელი ეკლესია ბზობის დღესასწაულს აღნიშნავს

Published on

მართლმადიდებელი ეკლესია იერუსალიმში მაცხოვრის დიდებით შესვლას, ბზობის დღესასწაულს მიმდინარე წელს, 9 აპრილს აღნიშნავს.
დიდმარხვის მეექვსე კვირა დღეს მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის იერუსალიმში დიდებით შესვლას ზეიმობს, რასაც ქრისტიანები ბაიაობას, ანუ ბზობას უწოდებენ. იგი ათორმეტთაგან რიგით პირველი მოძრავი დღესასწაულია, რომელიც ყოველთვის ბრწყინვალე აღდგომის წინა კვირა დღეს აღინიშნება. 
წმინდა სახარების მიხედვით, მაცხოვრის შესვლა იერუსალიმს ძლევამოსილი მეფის სატახტო ქალაქში შესვლას ჰგავდა და მას უბრალო ადამიანებმა საზეიმო შეხვედრა მოუწყვეს. იერუსალიმისკენ მიმავალ მაცხოვარს გზაზე ხალხი სამოსელს უფენდა, ზოგს კი პალმის (ბზის) რტოები ეკავა და ასე ეგებებოდა მას. ყოველი მხრიდან ისმოდა ღაღადისი: "ოსანა ძესა დავითისასა, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაჲთა! ოსანა, რომელი ხარ მაღალთა შინა!" (მათე 21, 9). 
დღესასწაულთან დაკავშირებით მლოცველები ტაძრებში ბზის რტოებით და სანთლებით მიდიან. ეკლესიებში ბზა იკურთხება, როგორც სიმბოლო უფლისთვის მიგებებისა. ბზობის გამო დიდმარხვის ეს დღე თევზით ხსნილია. შემდეგ ერთი კვირა კი მორწმუნეთათვის მძიმე მარხვაა, რადგან ვნების შვიდეული აღინიშნება.
 

სიახლეები

უკრაინელების დრონების გამო, სარატოვსა და სამარაში “დაცხა”

უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდლობის განცხადებით, გუშინ, ღამის განმავლობაში, უკრაინულმა დრონებმა წარმატებით შეუტიეს რუსეთის სიღრმეში,...

დობროპოლიეს მიმართულებაზე ოკუპანტები მასობრივად ნებდებიან

დობროპოლიეს მიმართულებაზე რუსი ჯარისკაცები მასობრივად აბარებენ იარაღს და ნებდებიან. დობროპოლიის მიმართულებით უკრაინელებმა ბოლო თვეების...

სამოქალაქო აქტივისტი ნიკა ნარსია დააკავეს

დაკავებულია სამოქალაქო აქტივისტი ნიკა ნარსია. აქტივისტს პროევროპული აქციების დროს გამოწერილი ჯარიმების გადაუხდელობას ედავებიან. იმ დროს...

რუსთავში ნარკოდანაშაულზე ერთი პირი დააკავეს, ამოღებულია დიდი რაოდენობით “ალფა პვპ”

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო...