მთავარისიახლეებისაზოგადოებამამა გიორგი მამალაძე - მივმართავ სულიერ მამას - რად მიმატოვე?

მამა გიორგი მამალაძე – მივმართავ სულიერ მამას – რად მიმატოვე?

Published on

დეკანოზი გიორგი მამალაძე სულიერ მამას მიმართავს. ”მივმართავ სულიერ მამას – რად მიმატოვე? არ მჯერა, რომ შენს სიყვარულს არ ძალუძს დაძლიოს ყველნაირი წნეხი და ზეწოლა. ღმერთმა უწყის, არანაირი თავდებობა და შუამდგომლობა არ მჭირდება, მხოლოდ შენი ნუგეშისმომგვრელი სიტყვა და ღიმილი, შენი მადლიანი ხელი, რაც შეეხება ჩემი სიმართლის დამტკიცებას, ამას თავად შევძლებ ღვთის შეწევნით”, – ნათქვამია დეკანოზ გიორგი მამალაძის წერილში. დეკანოზი ჟურნალისტ ირაკლი მამალაძის საკითხსაც ეხება და სვამს კითხვას, თუ რატომ გადადგა ირაკლი მამალაძემ ეს ნაბიჯი?”ამასთან დაკავშირებით მრავალი ვერსია შეიძლება გამოითქვას, ჩემი აზრით კი, მან უბრალოდ არ გაუშვა ხელიდან შანსი წარმოჩენილიყო ”გმირად”, ”საქართველოს მხსნელად”. სამწუხაროდ, მისი ამბიცია და მავანთა მზაკვრული ინტერესები კარგად დაემთხვა ერთმანეთს. ღმერთმა შეგვინდოს ორივეს: მას მისი საქციელი, ხოლო მე – ჩემი წინდაუხედაობა”, – წერს მამალაძე.დეკანოზის წერილს ტელეკომპანია ”რუსთავი 2” ავრცელებს. მათი ცნობით, დეკანოზის წერილი ე.წ. მატროსოვის ციხიდან ადვოკატებმა გამოიტანეს.

სიახლეები

ცოტაც! ოლიგარქია უნდა დაემხოს! – ნიკა გვარამია

- გადამწყვეტი აღმოჩნდა ჩვენი ერთიანი და განუხრელი პოზიცია, უარი გვეთქვა არალეგიტიმური პარლამენტისთვის, ამან წააქცია...

გიორგი კირთაძე ერთიანი დემოკრატიული წინააღმდეგობის ფრონტის შექმნას ითხოვს

ასობითი ნაწამები ადამიანი, ასობით ნაცემი ადამიანი, ათობით დაკავებული სინდისის პატიმრები, მზია ამაღლოველი. ამის ფონზე...

ბადრი ჯაფარიძეს ბრალს დღეს წარუდგენენ

„ლელო - ძლიერი საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ბადრი ჯაფარიძეს ბრალს დღეს წარუდგენენ. ბრალის წარდგენა 17:00 საათზე...

პეტერ ფიშერი ბერლინში კონსულტაციების შემდეგ საქართველოში დაბრუნდა

საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი ბერლინში კონსულტაციების შემდეგ საქართველოში დაბრუნდა. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანიის...