მთავარისიახლეებისაზოგადოება"უკულტურო სამინისტროსი მრცხვენია"- გიორგი ყიფშიძე

“უკულტურო სამინისტროსი მრცხვენია”- გიორგი ყიფშიძე

Published on

„არ ვაპირებ მიტინგების ჩატარებას და გზების გადაკეტვას, ვაპირებ გაფიცვას“ – წერს გიორგი ყიფშიძე და სოციალური ქსელის მეშვეობით თანამოაზრეების შეკრებას ცდილობს. მათი რიცხვი კი კომენტარებიდან გამომდინარე ბევრია. მსახიობები შემცირებულ ხელფასებს აპროტესტებენ.გიორგი ყიფშიძე: „მსახიობებმა მომწერეთ, ვინც ხართ თანამოაზრეები!!! იმისათვის რომ ჩამოვყალიბდეთ, ყველას გთხოვთ დამიკავშირდეთ, თეატრში შევხვდეთ და კონკრეტულ ქმედებებზე ვისაუბროთ.ყველამ თავიანთი უფლებები თუ არ დაიცვა, არავინ შენს მაგივრად საჯდომს არ გაანძრევს.არ ვაპირებ მიტინგების ჩატარებას და გზების გადაკეტვას. ვაპირებ გაფიცვას. თუ ერთად დავდგებით და ყველა თეატრი გაიფიცება, მიხვდებიან, რომ არ ვხუმრობთ. ქამარი ისეთი შემოჭერილი მაქვს, რომ ახალი ხვრელი გავუკეთე დამატებით.უკულტურო სამინისტროსი მრცხვენია და ყველა ფსევდო კულტურის მოხელეები მძულს, პირფერები და ერთი ადგილის მიმცემები. არავინ არ ფიქრობს წლების მერე მათ როგორ მოიხსენიებენ, იმიტომ რომ დღევანდელი კვერცხი ურჩევნიათ. მე პირადად ამომივიდა ყელში ამდენი უცოდინარი სირის ყურება.სერიოზულად ვამბობ, დავთქვათ თარიღი, შევიკრიბოთ, ავწონ-დავწონოთ ყველაფერი, დავკვალიანდეთ და ნაბიჯი გადავდგათ. ორგანიზებას ჩემს თავზე ვიღებ, რომ ადვილად დავკვალიანდეთ.“

სიახლეები

ცოტაც! ოლიგარქია უნდა დაემხოს! – ნიკა გვარამია

- გადამწყვეტი აღმოჩნდა ჩვენი ერთიანი და განუხრელი პოზიცია, უარი გვეთქვა არალეგიტიმური პარლამენტისთვის, ამან წააქცია...

გიორგი კირთაძე ერთიანი დემოკრატიული წინააღმდეგობის ფრონტის შექმნას ითხოვს

ასობითი ნაწამები ადამიანი, ასობით ნაცემი ადამიანი, ათობით დაკავებული სინდისის პატიმრები, მზია ამაღლოველი. ამის ფონზე...

ბადრი ჯაფარიძეს ბრალს დღეს წარუდგენენ

„ლელო - ძლიერი საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ბადრი ჯაფარიძეს ბრალს დღეს წარუდგენენ. ბრალის წარდგენა 17:00 საათზე...

პეტერ ფიშერი ბერლინში კონსულტაციების შემდეგ საქართველოში დაბრუნდა

საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი ბერლინში კონსულტაციების შემდეგ საქართველოში დაბრუნდა. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანიის...