მთავარისიახლეებიკონფლიქტებიოფიციალურმა სოხუმმა თითი დაუქნია აშშ - ს აგრესიული ქმედებებისათვის სირიაში

ოფიციალურმა სოხუმმა თითი დაუქნია აშშ – ს აგრესიული ქმედებებისათვის სირიაში

Published on

,,აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო  ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს  აშშ – ს მიერ 7 აპრილს სირიის რესპუბლიკის სამთავრობო ჯარებზე განხორციელებული სარაკეტო დარტყმების გამო.'' – ნათქვამია უწყების გამცხადებაში, რომელიც ცხელ კვალზე გამოქვეყნდა ოკუპირებული აფხაზეთის მედიაში – ეს სამხედრო აქცია  წინააღმდეგობაში მოდის საერთაშორისო სამართლის ნორმებთან და თავისი საეჭვო საბაბით წარმოადგენს ღია აგრესიას სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ.
 
შეერთებული შტატების ამგვარი ქმედებები სერიოზულ ზიანს აყენებს რუსეთის ფედერაციისა და სირიის რესპუბლიკის ლეგიტიმური ხელისუფლების ერთობლივ ძალისხმევას საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში და ხელს უშლის კოალიციის შექმნას ამ საერთო საფრთხესთან გამკლავებისთვის. 
 
აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გადაჭრით გმობს ამერიკელი სამხედროების აგრესიულ ქმედებებს და მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებრიობას ადექვატური შერფასება მისცეს აშშ ქმედებებს სირიაში''.
 
ამრიგად, ოფიციალურმა სოხუმმა ფრიად მკაცრი განცხადება გააკეთა, ახლა ჯერი ტრამპზე და  საერთაშორისო საზოგადოებრიობაზეა – რამდენად  იღებენ ყურად მის გაფრთხილებას, ახლო მომავალი გვიჩვენებს. 
 

სიახლეები

რუსი ოფიცრის აფეთქებას აღიარებს, მაგრამ არ ნანობს – ვინ არის მარგარიტა რეუტი?

სევასტოპოლში რუსი ოფიცრის აფეთქების საქმეზე დაკავებული მარგარიტა რეუტი, ჩადენილს აღიარებს, მაგრამ არ ნანობს. სევასტოპოლში აფეთქების...

როდემდე გაგრძელდება უამინდობა საქართველოში?

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, აღმოსავლეთ საქართველოს...

როგორ აშიშვლებს საწვავის კრიზისი „ნაცრისფერ სქემებსა“ და დიპლომატიურ პარადოქსებს

აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საწვავის ბაზარი კოლაფსის ზღვარზე ბალანსირებს და კრიზისიდან გამოსავლის ძიებაში რეგიონები...

ბაღიდან გათავისუფლებული ხათუნა გოგუა ზუგდიდის მერს ღია წერილით მიმართავს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირის („წითელქუდას“) საბავშვო ბაღის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ხათუნა გოგუა 2026 წლის...