მთავარისიახლეებისაზოგადოებაენგურის ხიდთან აფხაზეთში დაკავებულების ოჯახის წევრებმა საპროტესტო აქცია გამართეს

ენგურის ხიდთან აფხაზეთში დაკავებულების ოჯახის წევრებმა საპროტესტო აქცია გამართეს

Published on

ორი დღის წინ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რიყიდან  საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით დაკავებული არჩიკო და პაატა როგავების ოჯახის წევრებმა, ახლობლებმა და მეზობლებმა ენგურის ხიდზე დღეს აქცია გამართეს. შეკრებილებთან ერთად იმყოფებოდნენ პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ორგანიზაციის წევრები და მხარდამჭერები. დაკავებულების ოჯახის წევრების განცხადებით, მათ არ იციან კონკრეტულად, სად იმყოფებიან დაკავებულები – გალის თუ სოხუმის იზოლატორში, არ იციან მათი ჯანმრთელობის შესახებ, აქვთ თუ არა საჭმელ-სასმელი. მათივე განცხადებით, ამ დრომდე არ ყოფილა საუბარი გამოსასყიდზეც. დაკავებულის ახლობლები მოითხოვენ, რომ გადადგას მთავრობამ ქმედითი ნაბიჯი დაკავებულების დროულად გასათავისუფლებლად.რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიციას – როგორც პარტიაში განმარტეს, ოჯახი მათ თავად დაუკავშირდა და დახმარება სთხოვეს. პარტიის წევრების თქმით,  ხელისუფლებამ ყველა ხერხი უნდა გამოიყენოს დაკავებულების გასათავისუფლებლად, მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციები.აღნიშნულ თემაზე ჟურნალისტებთან კომენტარი შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ გააკეთა. დავით პაპავას განცხადებით, ცენტრალური ხელისუფლება აკეთებს ყველაფერს დაკავებულების გასათავისუფლებლად.ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რიყის მკვიდრი მამა-შვილი 6 აპრილს, ე. წ საზღვრის უკანონოდ დარღვევის ბრალდებით დააკავეს. 

სიახლეები

ცოტაც! ოლიგარქია უნდა დაემხოს! – ნიკა გვარამია

- გადამწყვეტი აღმოჩნდა ჩვენი ერთიანი და განუხრელი პოზიცია, უარი გვეთქვა არალეგიტიმური პარლამენტისთვის, ამან წააქცია...

გიორგი კირთაძე ერთიანი დემოკრატიული წინააღმდეგობის ფრონტის შექმნას ითხოვს

ასობითი ნაწამები ადამიანი, ასობით ნაცემი ადამიანი, ათობით დაკავებული სინდისის პატიმრები, მზია ამაღლოველი. ამის ფონზე...

ბადრი ჯაფარიძეს ბრალს დღეს წარუდგენენ

„ლელო - ძლიერი საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ბადრი ჯაფარიძეს ბრალს დღეს წარუდგენენ. ბრალის წარდგენა 17:00 საათზე...

პეტერ ფიშერი ბერლინში კონსულტაციების შემდეგ საქართველოში დაბრუნდა

საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი ბერლინში კონსულტაციების შემდეგ საქართველოში დაბრუნდა. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანიის...