მთავარისიახლეებისამართალიზუგდიდის გამგებლის წარმომადგენელს აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა

ზუგდიდის გამგებლის წარმომადგენელს აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა

Published on

თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა დიდი ოდენობით ქრთამის აღების და ამ საქმეში დახმარების ფაქტზე დაკავებულ ორ პირს – ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენელს სოფელ ზედაეწერში სევერიანე ბერულავას და მოქალაქე ბადრი შ. -ს. გამოძიების ინფორმაციით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომლებმა ამავე მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ეწერში ყოფილი ამბულატორიის შენობის აუქციონზე გატანასა და გამარჯვებაში დახმარების სანაცვლოდ ერთი მოქალაქის შუამავლობით, მოქალაქეს ქრთამის სახით 15 ათასი ლარი მოსთხოვა.
"მოთხოვნილი თანხის ნაწილი – 5 ათასი ლარი მათ მოქალაქეს წინასწარ გამოართვეს, რა დროსაც ისინი ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ბრალდებულის სახით დააკავეს. გადაცემული თანხა 5ათასი ლარი ამოღებულია ნივთმტკიცებად," – აცხადებენ სუს-ში.
უწყებაში გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რომელიც ქრთამის აღების და ქრთამის აღებაში დახმარებას გულისხმობს. 
საქართველოს კანონმდებლობით, დიდი ოდენობით ქრთამის აღება ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თერთმეტ წლამდე.
 

სიახლეები

დავაკავეთ კაცი, რომელმაც შშმ პირი გააუპატიურა და მოწყალებას აიძულებდა – შსს

შშმ პირის მიმართ მუქარის, ადამიანით ვაჭრობის და გაუპატიურების ბრალდებით პოლიციამ 1987 წელს დაბადებული, წარსულში...

არ გვინდა გავხდეთ ისეთი ევროკავშირის წევრი, რომელსაც ვხედავთ დღეს-კობახიძე

იმედი გვაქვს, ის მუდმივი უკუსვლა, რომელსაც დღეს ევროპული სივრცე განიცდის, როგორც დემოკრატიის, ისე ადამიანის...

არქიმანდრიტ ილია თოლორაიას მღვდელმოქმედების უფლება აუკრძალეს

საქართველოს საპატრიარქოს Facebook გვერდზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, არქიმანდრიტ ილია თოლორაის მღვდელმსახურება აეკრძალა, "ვიდრე არ...

ბოკუჩავა-ივანიშვილის რეჟიმის პირობებში, საქართველოს EU-ში მომავალი არ აქვს

გუშინ ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ ამავდროულად ძალიან მძიმე ანგარიში გამოქვეყნდა. ასევე, იყო მარტა კოსისა და...