ბათუმში ლიფტის ხელოსანი მამაკაცი შახტაში ჩავარდა და დაიღუპა

0
447
ბათუმში, სასტუმრო "სანაპიროში", ლიფტის შახტაში მამაკაცი ჩავარდა. არსებული ინფორმაციით, ის ლიფტის ხელოსანია, რომელიც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. 
როგორც ბათუმის „რეფერალური“ საავადმყოფოს პრესსპიკერმა გიორგი ნიორაძემ განაცხადა, მამაკაცი მრავლობითი მოტეხილობებით საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება, „სისხლის სამართლის კოდექსის“ 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო-სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
 
წინა სტატიაშვედეთში საქართველოს საელჩო, სტოკჰოლმში მომხდართან დაკავშირებით, საქართველოს მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს.
შემდეგი სტატიასტოკჰოლმის რკინიგზის სადგურში ევაკუაცია გამოცხადდა,პოლიციამ მატარებლების შეჩერების ბრძანება გასცა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური