მთავარისიახლეებისამართალიმექრთამეობა ტენდერების პრაქტიკაში და საჩვენებელი დაკავება ონის მუნიციპალიტეტის გამგეობაში

მექრთამეობა ტენდერების პრაქტიკაში და საჩვენებელი დაკავება ონის მუნიციპალიტეტის გამგეობაში

Published on

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ადასტურებს ონის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ საქმეთა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსის გიორგი მელაშვილის დაკავებას ფაქტს ქრთამის სახით  2000 ლარის მოთხოვნისა და აღების ფაქტზე.
 
გამოძიების ინფორმაციით, გიორგი მელაშვილი თავისი სამსახურებრივი ავტორიტეტის გამოყენებით, ონის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული ფირმის წარმომადგენელს დაჰპირდა, რომ იგი ტენდერით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულების შემდეგ უზრუნველყოფდა სატენდერო კომისიის და ინსპექტირების ჯგუფის წევრების მიერ ობიექტის უპრობლემო ჩაბარებას,  რის სანაცვლოდაც  მოითხოვა ქრთამი, რომლის აღების დროსაც იქნა დაკავებული  ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლების მიერ. 
 
 გადაცემული თანხა 2000 ლარი ამოღებულია ნივთმტკიცებად. გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით. გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო“, – აცხადებენ სუს-ში. 
 
მათივე ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, გიორგი მელაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეეფარდა.
 
გიორგი მელაშვილის დაკავების შესახებ ინფორმაცია მედიაში რამდენიმე დღის წინ გავრცელდა.
 

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...