მთავარისიახლეებისამართალიგუკა რჩეულიშვილი: ,,როგორ შეიძლება დედაჩემი და დეიდაჩემი ციხეში ისხდნენ და მე სადმე...

გუკა რჩეულიშვილი: ,,როგორ შეიძლება დედაჩემი და დეიდაჩემი ციხეში ისხდნენ და მე სადმე მივიმალო?”

Published on

გურამ რჩეულიშვილმა გლდანის საპყრობილის დატოვების შემდეგ განცხადა, რომ  ბრალდებაზე ორ სიტყვაში ვერ ისაუბრებს და მთავარი პრიორიტეტი მისთვის ციხიდან დედის გათავისუფლებაა:
 
”მამა მელოდება საავადმყოფოში, შვილი მელოდება სახლში, რომელიც არ მინახავს, დედა, დეიდა ციხეში არიან და ძალიან ბევრი პრობლემა მაქვს მოსაგვარებელი. თავს უდანაშაულოდ ვთვლი, აქედან გამომდინარე მიმაჩნია, რომ მოსამართლის დღევანდელი გადაწყვეტილება მკაცრია. როგორ შეიძლება დედაჩემი და დეიდაჩემი ციხეში ისხდნენ და მე სადმე მივიმალო”, – აღნიშნა რჩეულიშვილმა.
 
შეგახსენებთ, რომ გურამ რჩეულიშვილი ე.წ. მაგნოლიის საქმეზე იყო დაკავებული. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლით ედება, რაც მითვისებას ან გაფლანგვას გულისხმობს.
 
ამავე საქმეზე მაია რჩეულიშვილსა და რუსუდან კერვალიშვილს 4-4 წლით პატიმრობა შეეფარდათ.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...