მთავარისიახლეებისაზოგადოებასამეგრელო-ზემო სვანეთში ბზის უკანონო მოჭრის ფაქტი გამოავლინეს - ზიანი 50 ათასამდე ლარია

სამეგრელო-ზემო სვანეთში ბზის უკანონო მოჭრის ფაქტი გამოავლინეს – ზიანი 50 ათასამდე ლარია

Published on

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ბზის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.მარტვილის მუნიციპალიტეტში, ლებარდეს მიმდებარე ტერიტორიაზე, დეპარტამენტის თანამშრომლებმა ბზის ტოტებით დატვირთული მიკროავტობუსი შეაჩერეს, რომელსაც მოქალაქე ჯიმშერ შულაია მართავდა.გარემოსადმი მიყენებული ზიანის ოდენობამ 49 124 ლარი შეადგინა.ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს. მასალები, შემდგომი რეაგირებისათვის, შესაბამის საგამოძიებო ორგანოს გადაეგზავნა

სიახლეები

უკრაინელების დრონების გამო, სარატოვსა და სამარაში “დაცხა”

უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდლობის განცხადებით, გუშინ, ღამის განმავლობაში, უკრაინულმა დრონებმა წარმატებით შეუტიეს რუსეთის სიღრმეში,...

დობროპოლიეს მიმართულებაზე ოკუპანტები მასობრივად ნებდებიან

დობროპოლიეს მიმართულებაზე რუსი ჯარისკაცები მასობრივად აბარებენ იარაღს და ნებდებიან. დობროპოლიის მიმართულებით უკრაინელებმა ბოლო თვეების...

სამოქალაქო აქტივისტი ნიკა ნარსია დააკავეს

დაკავებულია სამოქალაქო აქტივისტი ნიკა ნარსია. აქტივისტს პროევროპული აქციების დროს გამოწერილი ჯარიმების გადაუხდელობას ედავებიან. იმ დროს...

რუსთავში ნარკოდანაშაულზე ერთი პირი დააკავეს, ამოღებულია დიდი რაოდენობით “ალფა პვპ”

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო...