მთავარისიახლეებისაზოგადოებასკოლაში გაკვეთილების შემცირება მომავალი წლიდან იგეგმება

სკოლაში გაკვეთილების შემცირება მომავალი წლიდან იგეგმება

Published on

 

განათლებისა და მეცნიერების მინისტრ ალექსადრე ჯეჯელავას განცხადებით, გარდა სასკოლო სახელმძღვანელოების წონის შემცირებისა, ასევე იგეგმება გაკვეთილების რაოდენობის შემცირებაც.ამის შესახებ მან დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, სადაც ის განათლებისა და მეცნიერების განვითარების ძირითად მიმართულებებსა და ასევე მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე საუბრობს.„ჩვენ ვმუშაობთ ორი მიმართულებით. ჩვენ გვინდოდა, რომ წელსაც შესულიყო ახალი სახელმძღვანელოები სკოლაში, თუმცა ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით, წელს გვექნება ელექტრონული ფორმატები. მომავალი წლიდან კი უკვე დაბეჭდილ სახელმძღვანელოებს მიიღებენ ჩვენი მოსწავლეები. ეს წიგნები იქნება უფრო მსუბუქი, ხოლო რომელი საგნის წიგნიც უფრო სქელტანიანი იქნება, ორად გაიყოფა. რაც შეეხება მეორე მიმართულებას, ეს არის გაკვეთილების რაოდენობის შემცირება. ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრი გაკვეთილია განსაკუთრებით შუა კლასებში და ვმუშაობთ, რომ შედარებით განვტვირთოთ გაკვეთილების ცხრილი“, – განაცხადა ჯეჯელავამ.მინისტრმა ვერ დააკონკრეტა, თუ რამდენი გაკვეთილი უნდა დარჩეს ცხრილის განტვირთვის შემდეგ და აღნიშნა, რომ ამ საკითხზე სპეციალისტები მუშაობენ.ალექსანდრე ჯეჯელავა იმედოვნებს, რომ აღნიშნული ცვლილება მომდევნო სასწავლო წლიდან 2017-2018 ამოქმედდება.“სავალდებულო გაკვეთილების რაოდენობა აუცილებლად უნდა შემცირდეს. სახალისო და არჩევითი გაკვეთილების რაოდენობა კი უნდა გაიზარდოს. ჩანთები უნდა შემსუბუქდეს. მოთხოვნა, წიგნების ტარების მიმართულებით გადაიხედება. ჩვენ შევეცდებით, ისე მივუდგეთ, რომ ყველა წიგნის ტარება ყოველ დღე არ იყოს სავალდებულო”, – დასძინა ჯეჯელავამ.

 

სიახლეები

მედიაჰოლდინგ ქრონიკა+-ის თანამშრომლებს ოფისში არ უშვებენ

სააგენტოს და გაზეთის დამფუძნებლის, ელისო კილაძის თქმით, დილით სამსახურში მისულ ჟურნალისტებს ოფისის კარი დაკეტილი...

ჭიათურაში პოლიციელებზე ჯგუფურად თავდამსხმელები დააკავეს

შსს-ს ცნობით, ჭიათურაში, სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, ჯგუფურად, პოლიციელზე თავდასხმის  ბრალდებით 4 პირი: 2008 წელს დაბადებული...

აშშ მხარს უჭერს მამაც ირანელ ხალხს – მარკო რუბიო

„ამერიკის შეერთებული შტატები მამაც ირანელ ხალხს მხარს უჭერს“, - წერს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო...

რა ვაღიარო? სპეცრაზმელზე ყვავილის სროლა, მშვიდობის ნიშნად? ციხეში ვართ სამშობლოს სიყვარულისთვის – დავით ღურწკაია

3 თვეა, რაც უკანონოდ ციხეში ვართ სამშობლოს სიყვარულისთვის, რადგან ბატონ კობახიძეს ჩვენი ეშინია, -...