სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის ყოფილი მფლობელის დავით დვალის მიერ ტელევიზიის ონლაინ პლატფორმის გათიშვის გამო, რუსთავი 2-ის ოფიციალურ ვებ გვერდი ახალ მისამართზე rustavi2.ge განთავსდება. როგორც ცნობლი გახდა, დვალმა, რომლის მეგობრის სახელზეც იყო რეგისტრირებული rustavi2 com, გათიშა და საიტის ტექნიკური შეფერხება გამოიწვია.ამასთან დაკავშირებით ტელეკომპანია სპეციალურ განცხადებას ფეისბუქის გვერდზე ავრცელებს:,,შეფერხებით მუშაობს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2 ვებ გვერდი. გადაცემა P.S-ის დაწყების წინ, ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე, არხის ყოფილმა მფლობელმა დავით დვალმა, რომლის მეგობრის სახელზე იყო რეგისტრირებული მისამართი rustavi2 com, გათიშა ტელევიზიის ონლაინ პლატფორმა რითაც 10 ათასობით ადამიანი, ვინც რუსთავი 2 – ის გადაცემებს ინტერნეტის საშუალებით უყურებდა ინფორმაციის გარეშე დატოვა. ამჟამად მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები და რუსთავი 2-ის ოფიციალური ვებ გვერდი განთავსდება შემდეგ მისამართზე rustavi2.ge“.
rustavi2.ge ტელეკომპანიის ვებ გვერდის ახალი მისამართია – რუსთავი 2 განცხადებას ავრცელებს
Published on