მთავარისიახლეებიპოლიტიკაცოტნე გამსახურდია: ქართული ოცნების პროკურატურა და სუსი დღეს გულმოდგინედ მალავენ ზვიად...

ცოტნე გამსახურდია: ქართული ოცნების პროკურატურა და სუსი დღეს გულმოდგინედ მალავენ ზვიად გამსახურდიას მკვლელობის ავტორებსა და შემსრულებლებს!

Published on

დღეს თბილისში, რუსთაველზე გაიმართა საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას შვილების მიერ დაანოსნებული  აქცია მისი  მკვლელობის საქმის გამოძიების მოთხოვნით.
 
ცოტნე გამსახურდიას განცხადებით, .,,არაფერი, რაც ზვიად გამსახურდიას  სიკვდილსა და საქართველოს სახელმწიფოს განადგურებას შეეხება, დღემდე არ არის ოფიციალურად დადგენილი. შევარდნაძის დროს, ბუნებრივია, ეს ყველაფერი მიჩქმალული და თაროზე შემოდებული იყო. ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკური სისტემის ნგრევა, ათასობით ადამიანის განადგურება, ტერიტორიების დაკარგვა, ქვეყნის ძარცვა და მის ხარჯზე ერთეულების გამდიდრება, რუსეთის ჯარის გამოყენება კანონიერ ხელისუფლებასთან ბანდიტურ ბრძოლაში და პრეზიდენტის მკვლელობა არავის აინტერესებდა.'' 
 
სააკაშვილის მმართველობის დროს ამ მიმართულებით გარკვეული,მაგრამ უმნიშვნელო ნაბიჯები გადაიდგა. შეიქმნა ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების მიზეზთა დამდგენი საპარლამენტო კომისია, თუმც მას არ მისცეს საგამოძიებო ფუნქციები. მიუხედავად ამისა, ამ კომისიამ სერიოზული მასალები და მტკიცებულებები მოიპოვა, რაც დღესაც ამ საქმის ტექსტთა ძირითად კორპუსს შეადგენს.
 
"ქართული ოცნების" ხელისუფლებამ ეს საქმე მკვლელობის გამოძიების მუხლით გადააკვალიფიცირა და გარკვეული საგამოძიებო ქმედებები ჩაატარა. თუმც მალევე გამოჩნდა, რომ ეს მხოლოდ პოლიტიკურად სასპეკულაციო თემა იყო და სინამდვილეში დღეს პროკურატურა და სუსი გულმოდგინედ მალავენ ზვიად გამსახურდიას მკვლელობის ავტორებსა და შემსრულებლებს!
 
მალავენ საკუთრივ რუსეთის, იმჟამინდელი შევარდნაძის (რომელნიც იგივე მოსკოვიდან იმართებოდნენ) სპეცსამსახურებისა და ბანდების მონაწილეობას და როლს ჩვენი ქვეყნის დაქცევა-განადგურებაში. საქმის მასალებში ცხადად ჩანს მომხდარი, მხოლოდ ეფექტური საგამოძიებო ქმედებებია განსახორციელებელი! მთავარი პროკურატურის ხელმძღვანელობა და მინისტრი ვახტანგ გომელაური შეგნებულად აფარებენ ხელს შევარდნაძის მკვლელებსა და იდეურ მემკვიდრეებს. იმედია გასაგებია, ვისი დავალებით!''
 

"ყოველი წლის მარტის ბოლოსა და აპრილის დასაწყისში სული სიმძიმით მევსება… ტრაგიზმის, გამოუვალობის განცდით, რომელიც დამოუკიდებელი საქართველოს შობას დაჰყვა თან – შინაური გარეწრებისა და ბოროტების იმპერიის მეცადინეობით. მოგეხსენებათ, 31 მარტი დამოუკიდებელი საქართველოს გამოცხადების საფუძვლის, დამოუკიდებლობის რეფერენდუმისა და ამავე დროს, ამ დამოუკიდებლობის ძირითადი შემოქმედის, ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა. ადამიანის, რომელმაც საქართველოს დამოუკიდებლობას მიაჯაჭვა მისი სიცოცხლე და ეს დღეც ორივეს დაბადების დღედ იქცა… – ასე იხსენებს ცოტნე გამსახურდია 31 მარტის რეფერენდუმს, ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეს და მის მკვლელობასთან დაკავშირებულ დეტალებს . 
 
თუმც დამოუკიდებელ საქართველოს დიდხანს არ უცოცხლია, და არც მისი არსებობის მთავარ ინიციატორს. უკვე დაახლოებით 25 წელიწადია საქართველო მოჯადოებულ წრეზე დადის: ცხადად დანახული და დაწერილი ისტორიის, შეცდომებისა და სწორი ნაბიჯების შეფასების გარეშე. ხომ ნათქვამია: თუ გინდა, რომ ერს ღირსება დააკარგინო, მას პატრიოტები და თავდადებულები უნიათო და წარუმატებელ კაცუნებად უნდა დაუსახო, ხოლო მოღალატეები და გამყიდველები – გმირებად! განა ამის შემდეგ გასაკვირია, რომ ამდენი წელი გზა გვაქვს აბნეული?!
 
ზვიად გამსახურდიას სიკვდილსაც ჩემთვის ორი განზომილება აქვს: პიროვნული და სახელწიფოებრივი ტრაგედიისა.
 
1994 წელს იანვარში, როდესაც პირველკურსელ ყმაწვილს ჯერ მოკლული მამის ცხედრის ნახვა მქონდა სანატრელი და შემდეგ, როცა რამოდენიმე საფლავის გამოცვლის შემდეგ შევარდნაძის ბანდებმა რუსეთის სპეცსამსახურებთან ერთად როგორც იქნა გადმოგვცეს უკვე დაახლოებით 40 დღის გარდაცვლილი… მახსოვს ის დღეები, როდესაც ვეხებოდი მის სხეულს, როდესაც ვერ წარმომედგინა მიწისთვის როგორ უნდა მიმებარებინა იგი…
 
სახელმწიფოებრივ ასპექტს რაც შეეხება: არაფერი, რაც მის სიკვდილსა და საქართველოს სახელმწიფოს განადგურებას შეეხება დღემდე არ არის ოფიციალურად დადგენილი. შევარდნაძის დროს, ბუნებრივია, ეს ყველაფერი მიჩქმალული და თაროზე შემოდებული იყო. ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკური სისტემის ნგრევა, ათასობით ადამიანის განადგურება, ტერიტორიების დაკარგვა, ქვეყნის ძარცვა და მის ხარჯზე ერთეულების გამდიდრება, რუსეთის ჯარის გამოყენება კანონიერ ხელისუფლებასთან ბანდიტურ ბრძოლაში და პრეზიდენტის მკვლელობა არავის აინტერესებდა.
 
ცოტნე გამსახურდია დასძენს, რომ  უახლოეს დღეებში დაგეგმილი აქვს შეხვედრები საქართველოში აკრედიტებულ მეგობარი ქვეყნების ელჩებთან, რათა გააცნოს ვითარება. ,,  იმედი მაქვს დასაბუთებული მხარდაჭერისა'' – აცხადებს იგი.

სიახლეები

ირაკლი პაპიაშვილი-გიორგი ჩიკვაიძის მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა, ადვოკატთან ეტლით გამოიყვანეს

მოშიმშილე პატიმრის, გიორგი ჩიკვაიძის მდგომარეობა დამძიმდა - ინფორმაციას ჩიკვაიძის მეგობარი და ბიზნესპარტნიორი, ირაკლი პაპიაშვილი...

ოლიგარქის სასამართლომ ნიკა კაცია პატიმრობაში დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ჟურნალისტი, ნიკა კაცია კვლავ პატიმრობაში დატოვა. დაცვის მხარე ბრალდებულის 5 000...

არალეგიტიმურმა პარლამენტმა ანტინარკოტიკულ კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

ქართული ოცნების ერთპარტიულმა, არალეგიტიმურმა პარლამენტმა ანტინარკოტიკულ კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. ცვლილებას ქართული ოცნების 83-მა...

“პუტინის სიტყვები რეალობისგან განსხვავდება – ტრამპთან საუბრის შემდეგ, რუსეთმა 150 დრონი გაუშვა, დარტყმები იყო მათ შორის ენერგეტიკულ ობიექტებზე” – ზელენსკი

"გუშინ, ვლადიმერ პუტინის აშშ-ის პრეზიდენტ, დონალდ ტრამპთან საუბრის შემდეგ, როცა პუტინმა თქვა, რომ უკრაინულ...