მთავარისიახლეებისამართალი4წელი რუსუდან კერვალიშვილს, 4 წელი მაია რჩეულიშვილს- სასამართლომ განაჩენი გამოაცხადა

4წელი რუსუდან კერვალიშვილს, 4 წელი მაია რჩეულიშვილს- სასამართლომ განაჩენი გამოაცხადა

Published on

ცენტრ პოინტის საქმეზე რუსუდან კერვალიშვილს სასამართლომ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გადაწყვეტილება რადენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი. ასევე 4 წლით პატიმრობა მიესაჯა მაია რჩეულიშვილს. ცენტრ პოინტის ერთ-ერთი დამფუძნებელი რუსუდან კერვალიშვილი სასამართლო დარბაზშივე დააკავეს. ის ბადრაგმა მოსამართლის მიერ გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ გაიყვანა. მაია რჩეულიშვილი პროცესს დღეს ვერ დაესწრო ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. მას გულზე უნდა გაუკეთდეს ოპერაცია.გამოძიება რჩეულიშვილსა და კერვალიშვილს 11 მილიონზე მეტი ლარის მითვისებას ედავება. საქმე ეხება ამხანაგობა თაბუკაშვილი 88-ის წევრთათვის განკუთვნილი სახლის მშენებლობას.

სიახლეები

ლილუაშვილის თანაგუნდელს 1.5 წლით პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე ვლადიმერ ხუნდაძე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში...

ვატო შაქარაშვილი აღიარებს, რომ სასამართლოს ჩვენება “ვარაუდების საფუძველზე” მისცა

ე.წ. ჩორჩანას საქმე - გიორგი გახარიას წინააღმდეგ მოწმედ გამოძახებულმა ვატო შაქარაშვილი აღიარა, რომ სასამართლოს...

დააკავეს “ნაცისტურ-ფაშისტური” იდეოლოგიის მქონე დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფურად განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის, ასევე,...

საქართველომ რუსეთს ნარკოდანაშაულში ბრალდებული ორი პირი გადასცა

საქართველომ რუსეთს დმიტრი პუშკარევი და კორნეი ფედუნოვი გადასცა, რომლებსაც რუსეთში დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნასა და...