მთავარისიახლეებისამართალირას პასუხობს სასამართლო ფადი ასლის განცხადებას, რომ ვერაფერი აიძულებს ხელი აიღოს...

რას პასუხობს სასამართლო ფადი ასლის განცხადებას, რომ ვერაფერი აიძულებს ხელი აიღოს ინვესტორების დაცვაზე ხელისუფლების შანტაჟისა და რეკეტისგან

Published on

"საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარის ფადი ასლის მხრიდან  მოსამართლის კორუფციაში დადანაშაულება, ცილისწამებაა, არ გააჩნია კონკრეტული გონივრული დასაბუთება და მიზნად ისახავს მოსამართლის დისკრედიტაციას.''- ასე უპასუხა  თბილისის საქალაქო სასამართლომ   ფადი ასლის ბრალდებას სასამართლოში არსებული კორუფციის თაობაზე.
 
"სასამართლო ხელისუფლება მკაცრად გმობს და დაუშვებლად მიიჩნევს მოსამართლის მიმართ გამოთქმულ ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ცნობების გავრცელებას. იმ შემთხვევაში, თუ განცხადების ავტორს გააჩნია მოსამართლის მხრიდან კორუფციული ქმედების დამადასტურებელი კონკრეტული ფაქტი, იგი არამხოლოდ უფლებამოსილია, არამედ ვალდებულიცაა მიმართოს შესაბამის უწყებებს.
 
"კერძო სუბიექტებს შორის წარმართულ დავაში ცალსახად იკვეთება საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარის არაჯანსაღი მიკერძოებულობა პროცესში მონაწილე ერთ-ერთი მხარის მიმართ, რაც სავარაუდოდ მიანიშნებს საქმის შედეგის მიმართ ფადი ასლის კონკრეტულ ინტერესებზე.
 
"თბილისის საქალაქო სასამართლო მოუწოდებს ფადი ასლის დარჩეს სამართლებრივ სივრცეში და ნაცვლად დეზინფორმაციული ხასიათის განცხადებებისა, დაელოდოს ამავე საქმეებზე ზემდგომი ინსტანციის გადაწყვეტილებებს. ასევე, მნიშვნელოვნად მიგვაჩნია ამ უკანასკნელმა თავი შეიკავოს მსგავსი განცხადებებისგან, რათა თავიდან იქნას აცილებული კანონსაწინააღმდეგო ქმედება," – ნათქვამია განცხადებაში.
 
შეგახსენებთ, საერთაშორისო სავაჭრო პალატის (ICC) თავმჯდომარემ ფადი ასლიმ გააკეთა განცხადება, რომ საქალაქო სასამართლოს  მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე, რომელმაც ,,სრულიად დაუჯერებელი'' გადაწყვეტილება მიიღო და თამბაქოს საერთაშორისო ბრენდებს – ფილიპ მორის საქართველოს და ბრითიშ ამერიკან ტობაკოს დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ოდენობის ჯარიმები დააკისრა, კორუმპირებულია. 
მისი თქმით,  საერთაშორისო სავაჭრო პალატის სამ წევრს ძალიან სერიოზული ზიანი მიაყენეს ბიზნესმენებმა, რომლებმაც საკუთარი მიზნის მისაღწევად, სამივე კომპანიისგან თაღლითურად მიეღოთ 150 მილიონი დოლარი, ერთი და იგივე კორუმპირებული მოსამართლე გამოიყენეს. 
 
"მივმართავ საზოგადოებას, დააკვირდნენ თუ როგორ განვითარდება მოვლენები. დანაშაულებრივად მოაზროვნეები, რომლებიც გეგმავდნენ უცხოური კომპანიების ხარჯზე ფულის გაკეთებას, ორგანიზებას გაუკეთებენ ჩემს წინააღმდეგ მიმართულ მედია კამპანიას, რათა შელახონ ჩემი რეპუტაცია. გარდა ამისა, ისინი შეეცდებიან გამოიყენონ მართლმსაჯულება ჩემს საწინააღმდეგოდ და ასევე ეცდებიან ფიზიკური ზიანიც მომაყენონ. ამ დამნაშავეებს მე ვეუბნები: შეგიძლიათ, რამდენიც გინდათ ბინძური ჟურნალისტი დაიქირაოთ, გამოიყენოთ თქვენი ოფიციალური კონტაქტები ან ვინმე დაიქირაოთ ჩემს მოსაკლავად. ვერაფერი მაიძულებს მე არ ვილაპარაკო სიმართლე და არ დავიცვა ჩემი წევრები თქვენი შანტაჟისა და რეკეტისგან. როდესაც თქვენ მე მომკლავთ, სხვა ფადი ასლები წამოდგებიან ფეხზე თქვენი დანაშაულებრივი საქმიანობის წინააღმდეგ. იცოდეთ, რომ მე უკვე დავაგზავნე ინფორმაცია როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივ დონეზე და შესაბამისად, რაც არ უნდა მომივიდეს მე, ჩემი ოჯახის წევრებს თუ ჩემს პარტნიორებს, პასუხისმგებლობა თქვენ დაგეკისრებათ," – ნათქვამია ფადი ასლის განცხადებაში.

სიახლეები

საქართველოში საწვავის ფასი ბოლო ერთ კვირაში დამატებით 10-დან 30 თეთრამდე გაიზარდა

საქართველოში საწვავის ფასი ბოლო ერთ კვირაში დამატებით 10-დან 30 თეთრამდე გაიზარდა - ინფორმაციას BPN...

ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებულ ძმებ მიქაძეებსა და გიორგი ჯოხაძეს უვადო პატიმრობა მიესაჯათ

გამოძიება ძმებ გიორგი და დავით მიქაძეებს, ასევე გიორგი ჯოხაძეს ლევან ჯანგველაძის შეკვეთით მკვლელობის ორგანიზებას...

ეს იყო რუსული სპეცოპერაცია საქართველოს ეკლესიის წინააღმდეგ, რომელშიც თავის დროზე მონაწილეობდა შიო მუჯირი – არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი

"მეუფე შიო სულიერად გაზრდილია იმ მონასტერში , რომელი მონასტერიც აუჯანყდა პატრიარქს და აიძულეს ჩვენს...

2018 წლიდან დღემდე ვიქტორ ჯაფარიძის შვილის კომპანიამ 10.4 მილიონი ლარის ტენდერები მოიგო – TI

2018 წლიდან დღემდე ვიქტორ ჯაფარიძის შვილის კომპანიამ 10.4 მილიონი ლარის ტენდერები მოიგო - ინფორმაციას...