მთავარისიახლეებისამართალიფოთის მერიის შურისძიება - სასამართლოში თამარ ჭოჭუას სარჩელის განხილვა დაიწყო

ფოთის მერიის შურისძიება – სასამართლოში თამარ ჭოჭუას სარჩელის განხილვა დაიწყო

Published on

დღეს ფოთის საქალაქო სასამართლომ მოქალაქე თამარ ჭოჭუას საჩივრის განხილვა დაიწყო. ჭოჭუამ მერიას უკანონოდ დათხოვნის გამო უჩივლა. მისი თქმით, მერიის მიერ გამოცხადებულ კონკურსში უმაღლესი ქულა მიიღო, თუმცა სამსახურიდან მაინც დაითხოვეს. ჭოჭუას მტკიცებით, მოტივი მეუღლის პოლიტიკური წარსულია. 
 
,,მოვითხოვ ბათილად ცნონ მერიის პირველი მარტის ბრძანება ჩემი სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე“, – აღნიშნა თამარ ჭოჭუამ. 
 
თამარ ჭოჭუას ინტერესებს ადვოკატი ბექა ბასილაია იცავს. მისი თქმით, თამარ ჭოჭუას გათავისუფლება პოლიტიკური ნიშნით მოხდა. 
 
”მისი მეუღლე ირაკლი ჭანტურია 2016 წლის არჩევნებში ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შტაბის წევრი იყო და სწორედ ეს გახდა თამარის გათავისუფლების მიზეზი. დღეს, ფოთის საქალაქო სასამართლომ პირველი სხდომა ჩაატარა. მოსამართლემ მიიღო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. მერიიდან გამოითხოვა სსხვა კონკურსანტების თაობაზე ინფორმაცია, რათა დადგინდეს დისკრიმინაციულ მიდგომას ჰქონდა თუ არა ადგილი და რამდენად დასაბუთებული იყო საკონკურსო-საატესტაციო კომისიის გადაწყვეტილება. ჩვენ მიგვაჩნია და გვაქვს მკაფიო მტკიცებულება,რომ თამარ ჭოჭუა გათავისუფლდა იმის გამო, რომ ის არის ირაკლი ჭანტურიას მეუღლე, რომელიც 2016 წლის არჩევნებში მონაწილეობდა და იყო ჩემს საარჩევნო შტაბში, ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შტაბში და მასზე მერიამ შური იძია. ის ასევე არის მსოფლიო ჩემპიონი ძალისმიერ სამჭიდში და ყველგან დადებითად სახელდება. მისი მეუღლის არდანიშვნა არა მხოლოდ დისკრიმინაციაა, არამედ ძალიან სამარცხვინო ფაქტიცაა, რაც ფოთის მერიამ გააკეთა“, -განუცხადა ჟურნალისტებს ბექა ბასიალაიამ. 
 
ფოთის მერიაში აცხადებენ, რომ თამარ ჭოჭუას გათავისუფლება პოლიტიკური ნიშნით არ მომხდარა. 
 
,,ეს იყო ჩვეულებრივი საკონკურსო პროცედურა. სულ 500 მონაწილე იყო. 69 შტატზე კომისის გადაწყვეტილებით საუკეთესოები შეირჩა. გარდა თამარ ჭოჭუასი მერიის სტრუქტურებიდან 10-მდე თანამშრომელი გათავისუფლდა. კომისიას გადაწყვეტილება პოლიტიკური ნიშნით არ მიუღია“, – აღნიშნა მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა ზვიად შუბითიძემ. 
 
სასამართლოს შემდეგი სხდომა 12 აპრილს გაიმართება.
 

სიახლეები

სტუდენტები ეთნიკური უმცირესობის სტუდენტების განათლების უფლების უზრუნველყოფას და ილიაუნის ავტონომიურობას ითხოვენ

სოლიდრობა ილიას უნივერსიტეტს - სასწავლო დაწესებულებასთან ცოტა ხნის წინ, საგანგებო განცხადება ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელმა...

ამოღებულია უკანონო იარაღი და საბრძოლო მასალა – დაკავებულია 51 პირი-შსს

სპეოცოპერაცია ქვეყნის მასშტაბით - შინაგან საქმეთა სამინისტრომ 51 პირი დააკავა. როგორც უწყებაში გამართულ ბრიფინგზე შინაგან...

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოში ვიზიტს აჯამებს

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციამ საქართველოში რამდენიმედღიანი ვიზიტის დასრულების შემდეგ შემაჯამებელი განცხადება გაავრცელა. მათი თქმით,...

თელავში 8 თვის ორსული ქალი გარდაიცვალა

თელავში 8 თვის ორსული ქალი გარდაიცვალა - ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა, "მთავარი ამბები კახეთიდან" ავცელებს....