მთავარისიახლეებიპოლიტიკამიხეილ სააკაშვილი: ,,მე მაქვს პატივი ორ ფრონტზე ვიბრძოდე''

მიხეილ სააკაშვილი: ,,მე მაქვს პატივი ორ ფრონტზე ვიბრძოდე”

Published on

,,რუსმა ოლიგარქმა და რუსეთმა ახლა უკვე ცნობილი აქტიური ზომები გამოიყენეს: პროვოკაციები, მოსყიდვა, ყველა ის მეთოდი, რომელსაც რუსეთი მსოფლიოში იყენებს, პირველად საქართველოში იყო გამოყენებული. მათ საქართველოში ხელისუფლება და სახელმწიფო დაიპყრეს არა სამხედრო გზით, არამედ არჩევნების მეშვეობით. მათ მოკლეს რეფორმების ყველაზე წარმატებული ექსპერიმენტი“ –  განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მალტაში გამართულ ევროპის სახალხო პარტიის კონგრესზე სიტყვით გამოსვლისას.
 
მიხეილ სააკაშვილის თქმით, საქართველოში ცხრა წლის განმავლობაში წარმატებით ხორციელდებოდა რეფორმების ყველაზე წარმატებული ექსპერიმენტი პოსტსაბჭოთა სივრცეში: 
 
„2012 წელს ჩვენ კიდევ ერთი საამაყო მიღწევა გვქონდა. მრავალწლიანი წარმატების შემდეგ პირველად საქართველოს ისტორიაში ჩვენ ხელისუფლების არაძალადობრივი, მშვიდობიანი, დემოკრატიული გადაცემა მოვახდინეთ. მაგრამ პრობლემა ის არის, რომ ჩვენ ხელისუფლება გადავეცით იმ ხალხს, ვინც მზად არ იყო და არ არის ამისთვის. ხელისუფლება „გაზპრომის“ ყველაზე მსხვილმა კერძო მეწილემ, ივანიშვილმა მიიღო, რომელმაც ოპოზიციის ყველა ლიდერი დააპატიმრა, სხვები განდევნა ქვეყნიდან და მე ახლაც ვერ ვბრუნდები ჩემს სამშობლოში“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
 
მანვე აღნიშნა, რომ „ივანიშვილმა მასხარად აიგდო სასამართლო და საარჩევნო სისტემა და ახლა კონსტიტუციას ცვლის, რათა ხელისუფლებაში სამუდამოდ დარჩეს“.- დასძინა მიხეილ სააკაშვილმა. 

 
მიხეილ სააკაშვილმა მადლობა გადაუხადა ევროპის სახალხო პარტიას, რომელიც მხარს უჭერდა  საქართველოს მოქალაქეებისთვის   ევროკავშირში უვიზოდ მიმოსვლის შესაძლებლობის შექმნას.  – „ჩემმა მთავრობამ დაიწყო აღნიშნულ საკითხზე მოლაპარაკებები ევროკავშირთან. ჩვენ ვაშენებდით აეროპორტებს, ვამზადებდით ინფრასტრუქტურას. ოცნება ახდა. – განაცხადა მან
 
მიხეილ სააკაშვილის თქმით, ის დღეს ორ ფრონტზე იბრძვის.
„მე პატივი მაქვს ორ ფრონტზე ვიბრძოდე. საქართველოში მე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საპატიო თავმჯდომარე და უკრაინაში სწრაფად მზარდი პარტიის ლიდერი ვარ. თუმცა, დღეს მე აქ საქართველოს წარმოვადგენ და საქართველოზე მინდა ვისაუბრო“, – აღნიშნა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა.
 
 

სიახლეები

კორუფციისთვის ნასამართლევ საჯარო მოხელეებს დეკლარაციების შევსება 30 წლის განმავლობაში მოუწევთ

“ოცნების“ ახალი კანონპროექტი - კორუფციისთვის ნასამართლევ საჯარო მოხელეებს დეკლარაციების შევსება 30 წლის განმავლობაში მოუწევთ. პარტიის...

ელენე ხოშტარიასთვის წარდგენილი ბრალდება 1-დან 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს, ზარალი კი 570 ლარია

პროკურატურამ პარტია დროას ლიდერს, ელენე ხოშტარიას სხვისი ნივთის განზრახ დაზიანების ფაქტზე ელენე ხოშტარიას ბრალდება წარუდგინა. "შინაგან საქმეთა...

საბა ბუაძე: სრულად დავტოვე ლელო

საბა ბუაძემ პარტია ლელო დატოვა. როგორც ის სოციალურ ქსელში გამოყვენებულ პოსტში წერს, პოლიტიკაში რჩება...

“მოძალადე” და “ექსტრემიზმის წამხალისებელი” – ასე მოიხსენია კალაძემ ევროკავშირის ელჩი

კახა კალაძემ ევროკავშირის ელჩი "მოძალადედ" და "ექსტრემიზმის წამხალისებლად" გამოაცხადა - თბილისის მერი ამტკიცებს, რომ...