მთავარისიახლეებისაზოგადოებახვალიდან საქართველოში მცირე წვიმაა მოსალოდნელი

ხვალიდან საქართველოში მცირე წვიმაა მოსალოდნელი

Published on

გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურის უფროსის სვეტლანა ნიორაძის განცხადებით,  საქართველოს უმეტეს რაიონში დღეს უნალექო, მზიანი ამინდი იქნება. დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 18-23 გრადუსამდე ავა.
 
ხვალ 31 მარტს საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ხვალ, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დღისით 15-20 გრადუსი იქნება. 
თბილისში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 19 გრადუსი იქნება.
 
სინოპტიკოსები წვიმას მოელიან 1-2 აპრილსაც.  1-ელ აპრილს აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს და დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში იწვიმებს. დასავლეთ საქართველოში დღისით -13-18 გრადუსია მოსალოდნელი,  აღმოსავლეთ საქართველოში 9-14 გრადუსი.,  თბილისში იწვიმებს, დილით ნისლი იქნება.
მცირე წვიმა იქნება   2 აპრილსაც.
 
 3 აპრილიდან 6 აპრილამდე საქართველოში გამოიდარებს და უნალექო ამინდი იქნება.
 
 
 

სიახლეები

ცოტაც! ოლიგარქია უნდა დაემხოს! – ნიკა გვარამია

- გადამწყვეტი აღმოჩნდა ჩვენი ერთიანი და განუხრელი პოზიცია, უარი გვეთქვა არალეგიტიმური პარლამენტისთვის, ამან წააქცია...

გიორგი კირთაძე ერთიანი დემოკრატიული წინააღმდეგობის ფრონტის შექმნას ითხოვს

ასობითი ნაწამები ადამიანი, ასობით ნაცემი ადამიანი, ათობით დაკავებული სინდისის პატიმრები, მზია ამაღლოველი. ამის ფონზე...

ბადრი ჯაფარიძეს ბრალს დღეს წარუდგენენ

„ლელო - ძლიერი საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ბადრი ჯაფარიძეს ბრალს დღეს წარუდგენენ. ბრალის წარდგენა 17:00 საათზე...

პეტერ ფიშერი ბერლინში კონსულტაციების შემდეგ საქართველოში დაბრუნდა

საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი ბერლინში კონსულტაციების შემდეგ საქართველოში დაბრუნდა. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანიის...