მთავარისიახლეებისაზოგადოებასახელმწიფო უწყებებს კვლავ მაგთიკომი და ჯეოსელი მოემსახურებიან

სახელმწიფო უწყებებს კვლავ მაგთიკომი და ჯეოსელი მოემსახურებიან

Published on

სახელმწიფო უწყებებს სატელეფონო მომსახურებას კვლავ "მაგთიკომი" და "ჯეოსელი" გაუწევენ.

გადაწყვეტილება სატენდერო კომისიის წევრებმა მიიღეს. ინფორმაცია შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა. შესაბამისი ხელშეკრულებები 10 აპრილამდე უნდა გაფორმდეს.

კომპანიები მომსახურებას დაახლოებით 260 ათას აბონენტს, 2018 წლის 31 იანვრამდე გაუწევენ.

სახელმწიფო უწყებების მომსახურებაზე იანვარში გამოცხადებული პირველი ტენდერი, რომელშიც მხოლოდ "ბილაინი" მონაწილეობდა, ჩაშლილად გამოცხადდა. სატენდერო კომისიამ ჩათვალა, რომ კომპანია პირობებს არ აკმაყოფილებდა. განმეორებით ტენდერში "მაგთიკომისა" და "ჯეოსელის" განაცხადები დაფიქსირდა. 

სიახლეები

ცოტაც! ოლიგარქია უნდა დაემხოს! – ნიკა გვარამია

- გადამწყვეტი აღმოჩნდა ჩვენი ერთიანი და განუხრელი პოზიცია, უარი გვეთქვა არალეგიტიმური პარლამენტისთვის, ამან წააქცია...

გიორგი კირთაძე ერთიანი დემოკრატიული წინააღმდეგობის ფრონტის შექმნას ითხოვს

ასობითი ნაწამები ადამიანი, ასობით ნაცემი ადამიანი, ათობით დაკავებული სინდისის პატიმრები, მზია ამაღლოველი. ამის ფონზე...

ბადრი ჯაფარიძეს ბრალს დღეს წარუდგენენ

„ლელო - ძლიერი საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ბადრი ჯაფარიძეს ბრალს დღეს წარუდგენენ. ბრალის წარდგენა 17:00 საათზე...

პეტერ ფიშერი ბერლინში კონსულტაციების შემდეგ საქართველოში დაბრუნდა

საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი ბერლინში კონსულტაციების შემდეგ საქართველოში დაბრუნდა. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანიის...