მთავარისიახლეებიპოლიტიკაგადაცემაში გასული სიუჟეტის გამოგიორგი გაბუნია ნარმანიას და მის ძმას ბოდიშს უხდის

გადაცემაში გასული სიუჟეტის გამოგიორგი გაბუნია ნარმანიას და მის ძმას ბოდიშს უხდის

Published on

PS თბილისის მერს, დავით ნარმანიას, მის ძმას, ირაკლი ნარმანიას და მათ ოჯახს გადაცემაში მათ შესახებ გასული სიუჟეტის გამო ბოდიშს უხდის. ამის შესახებ განცხადება გადაცემა არჩევანის წამყვანმა, გიორგი გაბუნიამ, რომელიც ასევე გადაცემა PS-ის წამყვანია, გადაცემის სახელით გააკეთა."კვირას, პოსტსკრიპტუმში გავიდა სიუჟეტი, რომელშიც საუბარი იყო სამშენებლო კომპანიებზე, რომლებსაც დავით ნარმანიას ძმა, ირაკლი ნარმანია, უწევს ან უწევდა იურიდიულ მომსახურებას. სიუჟეტი სამი კომპანიის საქმიანობას ეხებოდა, აქედან ორის იურისტი ნამდვილად თბილისის მერის ძმაა."მესამე კომპანიის იურისტს ასევე ირაკლი ნარმანია ჰქვია, ოღონდ აღმოჩნდა, რომ ეს სულ სხვა პირია და მას არანაირი კავშირი არა აქვს დავით ნარმანიასთან. ვაღიარებ, ეს ჩვენი შეცდომა იყო, რომელიც იდენტურმა სახელმა, იდენტურმა პროფესიამ და კომპანიის იდენტურმა საქმიანობამ გამოიწვია."თუმცა, მე არ ვცდილობ ახლა ამ შეცდომის გამართლებას. ასეთ ხარვეზს, რა თქმა უნდა, გამართლება არა აქვს და ეს სრულიად არ შეესაბამება მუშაობის იმ სტანდარტებს, რომელთა დაცვასაც ჩვენ ვცდილობთ. ჩვენ ვალდებული ვიყავით, უფრო ღრმად გადაგვემოწმებინა წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაცია და მსგავსი შეცდომა დაუშვებელია."ჩვენი მიზანი ნამდვილად არ ყოფილა ასეთი ცილისწამება, რომელიც ჩვენდაუნებურად გამოგვივიდა. ამიტომ მე PS-ის სახელით ბოდიშს ვუხდი ხსენებული კომპანიის იურისტს, ირაკლი ნარმანიას; ბოდიშს ვუხდი თბილისის მერის ძმას, ირაკლი ნარმანიას და ბოდიშს ვუხდი თავად დავით ნარმანიასაც მისი ოჯახის წევრის შესახებ მცდარი ინფორმაციის გავრცელებისთვის."კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ ეს გამიზნულად არ გაგვიკეთებია და თან ეს ეხება სიუჟეტში გაშუქებულ მხოლოდ ერთ კომპანიას, დანარჩენი ორის შემთხვევაში კი ყველაფერი წესრიგში იყო – იქ ნამდვილად მერის ძმა, ირაკლი ნარმანია ფიგურირებს და იკვეთება მისი მხრიდან სამშენებლო კომპანიების ლობირების ნიშნები," – განაცხადა გაბუნიამ. 

სიახლეები

4 ოქტომბრის საქმე – მურთაზ ზოდელავა და ლაშა ბერიძე საპროცესოს ითხოვენ

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულები: მურთაზ ზოდელავა, ლაშა ბერიძე და გური ჟვანია საპროცესო შეთანხმებას ითხოვენ....

რუსთავის მე-6 ციხეში გიორგი დავითაძის სოლიდარობის გამო პატიმრებს ხელკეტებით სცემეს-ადვოკატი

„პატიმარ ლაშა ჩაჩანიძეს მე-6 დაწესებულებაში ბადრაგებმა ხელკეტებით სასტიკად სცემეს იმის გამო, რომ მან გიორგი...

რეფორმების შესრულებისთვის ევროკავშირმა მოლდოვას დამატებით €157 მილიონი გადაურიცხა

ევროკავშირის ეკონომიკური ზრდის გეგმის ფარგლებში ევროკომისიამ მოლდოვას დამატებით €157 მილიონი გადაურიცხა. თანხის გამოყოფის შესახებ გადაწყვეტილება...

რამდენიმე სტუდენტს აღენიშნა ალკოჰოლური თრობის შედეგად გამოწვეული შეუძლოდ ყოფნა-CU

კავკასიის უნივერსიტეტი Welcome Party-ზე რამდენიმე სტუდენტის მოწამვლის ფაქტს ეხმაურება. მათი განცხადებით, სტუდენტების სავარაუდო მოწამვლის...