მთავარისიახლეებისაზოგადოებაადვოკატის თქმით დეკანოზ გიორგი მამალაძეს ისეთი სამედიცინო ჩარევა ესაჭიროება, რომელიც საქართველოში ვერ...

ადვოკატის თქმით დეკანოზ გიორგი მამალაძეს ისეთი სამედიცინო ჩარევა ესაჭიროება, რომელიც საქართველოში ვერ მოხერხდება

Published on

დეკანოზ გიორგი მამალაძეს ისეთი სამედიცინო ჩარევა ესაჭიროება, რომელიც საქართველოში ვერ მოხერხდება, – ამის შესახებ გუშინდელი სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდებულის ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, ეს ერთ-ერთი საფუძველი იყო იმისა, რომ დეკანოზის მიმართ მსუბუქი აღკვეთის ღონისძიება ყოფილიყო გამოყენებული, თუმცა მოსამართლემ სხვაგვარი გადაწყვეტილება მიიღო. ”გვაქვს დოკუმენტაცია, რომ მამა გიორგი მამალაძემ საქართველოში ვერ გაიკეთა ოპერაცია. გადატანილი აქვს ძალიან მძიმე ოპერაცია გულზე, რომელიც გაკეთდა თურქეთში. როდესაც გაუმიზეზდა გულის პრობლემები, გადაყვანილი იყო ჩაფიძის კლინიკაში, ვინაიდან საქართველოს სამედიცინო სისტემაში ამის პრაქტიკა არ არსებობს, დიაგნოზიც კი ვერ დაუსვეს მას”, – განაცხადა ფანცულაიამ.მისივე თქმით, დაცვის მხარემ დაასაბუთა, რომ დეკანოზის წინასწარ პატიმრობაში ყოფნის აუცილებლობა არ არსებობს. ”მოსამართლის თვალწინ პროკურორებს დავუსვით კითხვა – არის თუ არა ერთი მოწმე მაინც, რომელზეც შესაძლებელია ბრალდებულს მოეხდინა ზეწოლა. ამაზე პასუხი ვერ მივიღეთ, რადგან არ არსებობს. მიუხედავად ამისა, მოსამართლემ თქვა, რომ არსებობს მოწმეებზე ზეწოლის საფრთხე და რაც არ უნდა ირონიული იყოს, ეს თქვა იმ მოწმეზე, რომელსაც დაცვა დაჰყვება. საქმეში არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც შესაძლოა მამა გიორგიმ გაანადგუროს. მამა გიორგიმ პირდაპირ გამოთქვა მზაობა, რომ ჩააბარებდა ყველანაირ საბუთს იმის უზრუნველსაყოფად, რომ არ მიიმალებოდა და არ გადაკვეთდა საზღვარს”, – განაცხადა ფანცულაიამ. როგორც ადვოკატმა აღნიშნა, დეკანოზი გიორგი მამალაძე მზადაა სასამართლოში საკუთარი უდანაშაულობა დაამტკიცოს. ”პატიმრობაში დატოვების მიუხედავად, ჩვენ ეს არც ერთ შემთხვევაში არ გვაბრკოლებს. ჩვენ გავიტანთ სიმართლეს. მამა გიორგი მამალაძე მზად არის, გაჩერდეს რამდენი ხანიც საჭიროა პატიმრობაში, ერთადერთი მიზნით, რომ მის მიმართ წაყენებული ბრალდების აბსურდულობა დაასაბუთოს სასამართლოში. ჩვენ სასამართლოში, რაც არ უნდა ზეწოლა იყოს მოსამართლეზე, გავიტანთ ჩვენს სიმართლეს და ვაიძულებთ მოსამართლეს, მიიღოს კანონიერი გადაწყვეტილება”, – აღნიშნა დეკანოზის ადვოკატმა. 

სიახლეები

ცოტაც! ოლიგარქია უნდა დაემხოს! – ნიკა გვარამია

- გადამწყვეტი აღმოჩნდა ჩვენი ერთიანი და განუხრელი პოზიცია, უარი გვეთქვა არალეგიტიმური პარლამენტისთვის, ამან წააქცია...

გიორგი კირთაძე ერთიანი დემოკრატიული წინააღმდეგობის ფრონტის შექმნას ითხოვს

ასობითი ნაწამები ადამიანი, ასობით ნაცემი ადამიანი, ათობით დაკავებული სინდისის პატიმრები, მზია ამაღლოველი. ამის ფონზე...

ბადრი ჯაფარიძეს ბრალს დღეს წარუდგენენ

„ლელო - ძლიერი საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ბადრი ჯაფარიძეს ბრალს დღეს წარუდგენენ. ბრალის წარდგენა 17:00 საათზე...

პეტერ ფიშერი ბერლინში კონსულტაციების შემდეგ საქართველოში დაბრუნდა

საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი ბერლინში კონსულტაციების შემდეგ საქართველოში დაბრუნდა. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანიის...