მთავარისიახლეებისაზოგადოება,,ვიბარებთ პლასტმასის ბოთლებს!'' - ინოვაცია, რომელიც შესაძლოა უახლოეს ხანში შეერწყას ნაცნობ...

,,ვიბარებთ პლასტმასის ბოთლებს!” – ინოვაცია, რომელიც შესაძლოა უახლოეს ხანში შეერწყას ნაცნობ ძახილს ,,ჯართს ვიბარებ, ჯართს!”

Published on

,, ჩვენს მეზობელ ქვეყნებს აქვთ გამოცდილება პლასტმასის ბოთლების ჩაბარების. მნიშვნელოვანი იქნება, ჩვენც თუ ამას დავნერგავთ“  –  აცხადებს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ზაზა ხუციშვილი. 
,,ინტერპრესნიუსთან'' სუბარში იგი ამბობს, რომ „როგორც პოლიეთილენის პარკები, ასევე პლასტმასის ბოთლები არის ყველაზე დიდი პრობლემა გარემოსთვის, რადგან პრაქტიკულად, ისინი უხრწნადია, ბიოდეგრადირებაზე საუბარიც კი ამ შემთხვევაში ზედმეტია, ამიტომ კარგი იქნება თუკი არა მხოლოდ ერთჯერადი, არამედ მრავალჯერადი კალათების, ქაღალდის პარკების გამოყენებაზე გადავალთ. ეს გაზრდის მეწარმეტა დანახარჯებს, მაგრამ , დარწმუნებული ვარ, ყველა დიდი გაგებით შეხვდება და სწორი შეფასება მოხდება.  ,შესაძლოა, მომავალში  ქვეყანაში ცხოვრება გაუსაძლისი გახდეს და ამის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მტერი არის პლასტმასის ბოთლები და პოლიეთილენის პარკები -ყველას აწუხებს ეს, განსაკუთრებით, როცა ქარი ამოვარდება და მთელი ქალაქის ხეები ნაძვის ხესავით შეფუთულია პოლიეთილენის პარკებით. ამას ერთხელ და სამუდამოდ უნდა ვუშველოთ“. – განაცხადა ხუციშვილმა.
 
 

სიახლეები

მოსამართლემ ბაია მარგიშვილი 14 დღით პატიმრობაში გაუშვა

სამოქალაქო აქტივისტს ბაია მარგიშვილს სასამართლომ 14 დღით პატიმრობა მიუსაჯა - გადაწყვეტილება მოსამართლე ზვაიდ ცეკვავამ...

ან გვაღიარებთ, ან განიდევნებით – ყაველაშვილი კრიტიკულ მედიას ემუქრება

"ან გვაღიარებთ, ან განიდევნებით" - უთხრა დღეს თელავში ჩასულმა "ოცნების" მიერ არჩეულმა პრეზიდენტმა ჟურნალისტს,...

მზია ამაღლობელმა თავისუფალი მედიის ჯილდო მიიღო

ჟურნალისტი და მედიამენეჯერი მზია ამაღლობელი თავისუფალი მედიის პრემიით დააჯილდოვეს ნორვეგიულმა და გერმანულმა ორგანიზაციებმა –...

ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე დაბალი შედეგების მიზეზი თბილისშია და არა კიევში – სიბიგა

ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში საქართველოს დაბალი შედეგების ყველა მიზეზი თბილისშია და არა კიევში, - ამის...