მთავარისიახლეებისაზოგადოებანანუკა ჟორჟოლიანი ვიზალიბერალიზაციას ულოცავს ,,იმ დანარჩენ საქართველოს, რომელიც ამბობდა, რომ "მეპურე"...

ნანუკა ჟორჟოლიანი ვიზალიბერალიზაციას ულოცავს ,,იმ დანარჩენ საქართველოს, რომელიც ამბობდა, რომ “მეპურე” ვერას არაფერი ესმოდა ამ თემის. მიხეილ სააკაშვილი კი გიჟი იყო.”

Published on

ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი  ეხმიანება მათ, ვინც დღეს ერთმანეთს ასწრებს ევროპისკენ მიმავალი თვითმფრინავების ტრაპზე ავარდნას ან ჩემოდანს ალაგებს ისე ამაყი სახით, რომ არც ახსოვს თავისი ქილიკი მათი მისამართით, ვინც ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ მას ამ უვიზოდ მოგზაურობის უფლება და საშუალება ჰქონოდა.
  
,,მახსოვს, ქუთაისის აეროპორტზე ვაკეთებდი სიუჟეტს, (გადაცემის ფრაგმენტი უნდა ყოფილიყო) და თითქმის ვერ ვნახე ადამიანი, რომელიც ამბავს პოზიტიურ კონტექსტში განიხილავდა.
 
ვერა ქობალია და მიხეილ სააკაშვილი, დანარჩენ საქართველოს უმტკიცებდნენ, რომ საქართველოს მოსახლეობა 100 ლარად, ევროპის ნებისმიერ ქალაქში მოხვდებოდა, მაშინ როცა მოუნდებოდა. ხელის ჟესტიც კი მახსოვს:D
 
ის დანარჩენი საქართველო ამბობდა, რომ "მეპურე" ვერას არაფერი ესმოდა ამ თემის. მიხეილ სააკაშვილი კი გიჟი იყო.
 
ხოდა, ახლა მინდა იმ დანარჩენი საქართველოს სახელით მადლობა ვუთხრა ორივეს. ყველაფერს თავის სახელი, როცა ვარსებობთ, მაშინ უნდა დავარქვათ. ისტორიკოსებმა ამბები რომ არ "გააყალბონ"
 
ბედნიერი ფრენა ყველას.  – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი თავის ფეისბუქგვერდზე

სიახლეები

მოსამართლემ ბაია მარგიშვილი 14 დღით პატიმრობაში გაუშვა

სამოქალაქო აქტივისტს ბაია მარგიშვილს სასამართლომ 14 დღით პატიმრობა მიუსაჯა - გადაწყვეტილება მოსამართლე ზვაიდ ცეკვავამ...

ან გვაღიარებთ, ან განიდევნებით – ყაველაშვილი კრიტიკულ მედიას ემუქრება

"ან გვაღიარებთ, ან განიდევნებით" - უთხრა დღეს თელავში ჩასულმა "ოცნების" მიერ არჩეულმა პრეზიდენტმა ჟურნალისტს,...

მზია ამაღლობელმა თავისუფალი მედიის ჯილდო მიიღო

ჟურნალისტი და მედიამენეჯერი მზია ამაღლობელი თავისუფალი მედიის პრემიით დააჯილდოვეს ნორვეგიულმა და გერმანულმა ორგანიზაციებმა –...

ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე დაბალი შედეგების მიზეზი თბილისშია და არა კიევში – სიბიგა

ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში საქართველოს დაბალი შედეგების ყველა მიზეზი თბილისშია და არა კიევში, - ამის...