მთავარისიახლეებიპოლიტიკამიხეილ სააკაშვილი უკრაინულ ტელეარხ Zik-ზე ყოველკვირეული თოქ-შოუს „სხვა უკრაინა“-ს წამყვანი იქნება.

მიხეილ სააკაშვილი უკრაინულ ტელეარხ Zik-ზე ყოველკვირეული თოქ-შოუს „სხვა უკრაინა“-ს წამყვანი იქნება.

Published on

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ის უკრაინულ ტელეარხ Zik-ზე ყოველკვირეული თოქ-შოუს „სხვა უკრაინა“-ს წამყვანი იქნება. „ჩვენ ტელეარხ Zik-ზე „სხვა უკრაინის“ პირველი პროგრამა ჩავწერეთ და ის ძალიან მწვავე გამოვიდა. ყოველ კვირას ამ გადაცემაში ისეთ უკრაინას დაგანახებთ, რომელსაც არც ერთი სხვა არხი არ აჩვენებს“, – წერს მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე. მან ასევე გამოაქვეყნა ფოტო გადაცემის სტუდიიდან. ფოტოზე სააკაშვილი ძაღლის ჯიხურის გვერდით დგას. ამგვარი დეკორაციის გამოჩენა შესაძლოა უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს განცხადებასთან იყოს დაკავშირებული, რომელმაც ხარკოვში ვიზიტისას აღნიშნა, რომ „ის ხალხი, ვისაც ძაღლის ჯიხურიც კი არ აუშენებიათ, ცდილობენ ქვეყანაში სიტუაციის დესტაბილიზებას“.

სიახლეები

გემშვიდობებით, ჩვენო პატრიარქო! რამდენიც შეძელით, იმდენს გაუძელით, რათა ეს ქვეყანა ამ დღეში არ დაგეტოვებინათ – სალომე ზურაბიშვილი

გემშვიდობებით, ჩვენო პატრიარქო! რამდენიც შეძელით, იმდენს გაუძელით, რათა ეს ქვეყანა არ დაგეტოვებინათ ამ დღეში,...

“აიძულებდა, ნარკოტიკი კონკრეტულ ლოკაციებზე განეთავსებინა” – ძალადობისთვის 1 პირი დააკავეს

თბილისის პოლიციამ ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციის, ძალადობისა და მუქარის ბრალდებით 2007 წელს დაბადებული ლ.ბ....

აშშ-ს საელჩო- ილია II-ის ცხოვრება და უდიდესი ღვაწლი არასდროს მიეცემა დავიწყებას

ამერიკის შეერთებული შტატები პატრიარქ ილია მეორის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. "ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ მისი უწმინდესობის,...

18 მარტს სინოდის სხდომა გაიმართება, ილია II-ის ცხედარს სამებაში ამის შემდეგ გადაასვენებენ

საპატრიარქოს ცნობით, ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით 18 მარტს, 14:00 საათზე გაიმართება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის...