მთავარისიახლეებიპოლიტიკამედიის თავისუფლებასთან ერთად ნაციონალური მოძრაობა ევროსაბჭოს დელეგაციასთან ისაუბრებს მოსმენების კანონზე, რომელიც...

მედიის თავისუფლებასთან ერთად ნაციონალური მოძრაობა ევროსაბჭოს დელეგაციასთან ისაუბრებს მოსმენების კანონზე, რომელიც გარდა ხელისუფლებისა, არავის მოწონს ამ ქვეყანაში

Published on

 თბილისში ჩამოსული  ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრები  დღეიდან იწყებენ ოფიციალურ შეხვედრებს ოთხდღიანი ვიზიტის ფარგლებში. 
 
დაგეგმილია აუდიენცია საქართველოს პრეზიდენტთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, საპარლამენტო ფრაქციებთან. მთავრობის წევრებთან, ასევე მთავარ პროკურორთან და სახალხო დამცველთან.
 
რამდენიმე შეხვედრა გაიმართება სხვადასხვა თემებზე მომუშავე სამოქალაქო სექტორთან. 
მედია თავისუფლება და რუსთავი 2 იქნება ერთ-ერთ მთავარი თემა, რაზეც ყურადღების გამახვილებას ოპოზიცია ევროსაბჭოს დელეგაციასთან შეხვედრაზე აპირებს.
 
აქცენტი გაკეთდება ასევე ე.წ. მოსმენების კანონზე, პრეზიდენტის უფლებამოსილების შეზღუდვასა და მისი არჩევის წესზე. საპარლამენტო ოპოზიციაში თვლიან, რომ მოსმენების კანონი არსებულ ვითარებას ვერ გააუმჯობესებს.
 
„დავსვამთ მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებულ და ზოგადად, ადამიანის უფლებების დარღვევებთან დაკავშირებულ საკითხებს და ბუნებრივია, მათ შორის ერთ-ერთი იქნება ე.წ. მოსმენების კანონის შესახებ მსჯელობა, რომელიც გარდა ხელისუფლებისა, არავის მოწონს ამ ქვეყანაში,“  – განაცხადა ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ.
 
 
 
 

სიახლეები

მოსამართლემ ბაია მარგიშვილი 14 დღით პატიმრობაში გაუშვა

სამოქალაქო აქტივისტს ბაია მარგიშვილს სასამართლომ 14 დღით პატიმრობა მიუსაჯა - გადაწყვეტილება მოსამართლე ზვაიდ ცეკვავამ...

ან გვაღიარებთ, ან განიდევნებით – ყაველაშვილი კრიტიკულ მედიას ემუქრება

"ან გვაღიარებთ, ან განიდევნებით" - უთხრა დღეს თელავში ჩასულმა "ოცნების" მიერ არჩეულმა პრეზიდენტმა ჟურნალისტს,...

მზია ამაღლობელმა თავისუფალი მედიის ჯილდო მიიღო

ჟურნალისტი და მედიამენეჯერი მზია ამაღლობელი თავისუფალი მედიის პრემიით დააჯილდოვეს ნორვეგიულმა და გერმანულმა ორგანიზაციებმა –...

ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე დაბალი შედეგების მიზეზი თბილისშია და არა კიევში – სიბიგა

ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში საქართველოს დაბალი შედეგების ყველა მიზეზი თბილისშია და არა კიევში, - ამის...