პრაიმტაიმი: ,,ნიკა გვარამია „რუსთავი 2“-ს ტოვებს? – კულისები, შანტაჟი და ბრალდებები”

0
560
გაზეთი ,,პრაიმ თაიმი'' ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ში არსებულ სერიოზულ კრიზისზე ლაპარაკობს. პუბლიკაციაში  ,,ნიკა გვარამია „რუსთავი 2“-ს ტოვებს? – კულისები, შანტაჟი და ბრალდებები'' საუბარია არხის მფლობელებსა და მათ  მიერ დანიშნულ გენერალურ დირექტორს შორის დაპირისპირებაზე , რომელმაც  უკვე არამხოლოდ ღია, სახიფათო ხასიათიც მიიღო.
 
,,ნიკა გვარამიასა და ძმებ ყარამანიშვილებს შორის, როგორც ჩანს, უნდობლობა გაჩნდა და ახლა მათ განცხადებებს შანტაჟის ელფერიც კი დაჰკრავს. – წერს სტატიის ავტორი ქეთი ხატიაშვილი – ყარამანიშვილების მხარეს თუ „რუსთავი 2“-ის ოფიციალური ვალდებულებებია, არხს აფინანსებენ და გავლენას ახდენენ ყველა სტრატეგიული ხასიათის გადაწყვეტილებაზე, ნიკა გვარამია, როგორც ჩანს, ცდილობს, ამ ბრძოლაში „რუსთავი 2“-ის მთელი კოლექტივი გამოიყენოს მფლობელების წინააღმდეგ. შთაბეჭდილება სწორედ ასეთი რჩება.
 
სტატიაში საუბარია ჟურნალისტის ვერსიებზე, რომელიც კულუარულ ინფორმაციას ეყრდნობა.
 
,,კულისებში პროცესი მაშინ გამწვავდა, როცა ლევან ყარამანიშვილმა ნიკა გვარამიას ფინანსების ეკონომიურად ხარჯვა და კადრების შემცირება მოსთხოვა, რაზეც მფლობელმა არხის გენერალური დირექტორისგან უარი მიიღო. მაშინ დაიწყო დაძაბულობაც.
 
ნიკა გვარამიამ, როგორც „პრაიმტაიმს“ პირად საუბრებში ეუბნებიან, არხის თანამშრომლები დაარწმუნა, რომ ყარამანიშვილები ხელისუფლებას გაურიგდნენ და გვარამიასა და სხვების განთავისუფლებას ცდილობდნენ. თავის მხრივ, არხის მესაკუთრეებიც ცდილობენ, დაარწმუნონ ჟურნალისტები იმაში, რომ გვარამია ბოკერია-უგულავას ფრთის ინტერესებს წარმოადგენს და მათ სააკაშვილისთვის არხის „ახევა“ სურთ.
 
ნიკა გვარამიამ არხის თანამშრომლები დაარწმუნა, რომ ისინი ტელეკომპანია „საქართველოში“ 51% წილის მიღებით ავტომატურად გახდებოდნენ „რუსთავი 2“-ის საკონტროლო პაკეტის მფლობელები. თუმცა, იურისტები ამ პოზიციას არ იზიარებენ.
 
ვითარება, როგორც ჩანს, მწვავდება. ხმაურიანი კულისები ლევან ყარამანიშვილმა გახსნა. პროცესი უკვე საზოგადოების თვალწინ მიმდინარეობს. ეს მაინც არის ის პროცესი, რაც ცოტა ხნით ადრე ხმაურით დაიწყო და სკანდალით დასრულდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“. „პრაიმტაიმმა“ მაშინვე ივარაუდა, რომ გაყოფა „რუსთავი 2“-საც შეეხებოდა.
დაძაბულობა პიკს აღწევს და შანტაჟის ენა სულ უფრო და უფრო მწვავდება. არ არის გამორიცხული, ნიკა გვარამიას პოსტი დაატოვებინონ. ასეთი სკანდალური დამოკიდებულება მფლობელსა და დანიშნულ დირექტორს შორის, როგორც წესი, ასეც სრულდება. ეს უკვე დაპირისპირებაც აღარ არის – ლამის სერიოზულ ბრძოლაში გადაზრდილი პროცესის მოწმეები ვართ. კულისებში მოქმედების ლიმიტი არხის მფლობელებსაც აქვთ – მათ შეუძლიათ, „რუსთავი 2“-ში ფინანსური აუდიტი ჩაატარონ და ხარჯების განკარგვა შეამოწმონ. როგორც ითქვა, კულისებში ეს თემა დღის წესრიგში უკვე დადგა. – წერს ,,პრაიმ ტაიმი''.
წინა სტატიანიკა გვარამია: რა განზრახვით დაიწყეს ეს ყველაფერი ძმებმა ყარამანიშვილებმა?
შემდეგი სტატიაგადაცემა თეზისი ვსაუბრობთ გადაცემა არტ უნივერსალზე Thesis program talking about the transfer of the Universal Art
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური